
უბრალოდ "პრინტს" დააჭირეთ
ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ნანახი კოსმოსური ხომალდის რეპლიკატორი, რომელიც ყველაფრის ასლს ქმნის, ნელ-ნელა რეალობად იქცევა
რეაქტიული ძრავის ნაწილები, შოკოლადის ქანდაკებები, პისტოლეტის სრულიად ფუნქციონირებადი მოდელები, ჰოლანდიური არხისპირა სახლი, მოდური სათვალე, სწრაფი ორადგილიანი ავტომობილი, ნიჩბიანი ნავი, ყურის ბიონიკური პროთეზის ნიმუში, პიცა – კვირა არ გავა გამაოგნებელი ქმნილების გარეშე სამგანზომილებიანი ბეჭდვის სწრაფი ევოლუციის პროცესში.
ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ნანახი კოსმოსური ხომალდის რეპლიკატორი, რომელიც ყველაფრის ასლს ქმნის, ნელ-ნელა რეალობად იქცევა. მაგალითად, NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამგანზომილებიან პრინტერს ცდის, იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა პრინტერი ხანგრძლივი მისიების უზრუნველყოფას საკვებით, იარაღითა და სათადარიგო ნაწილებით.
ამასობაში კი დედამიწაზე გრძელვადიანი ბიზნესგეგმები განიხილება. ეარბასის ხედვით, 2050 წლისთვის სამგანზომილებიანი ნაბეჭდი ნაწილებისგან მთლიანი თვითმფრინავის აგებაც გახდება შესაძლებელი. „ჯენერალ-ელექტრიკი“ უკვე იყენებს პრინტერებს ინჟექტორის შიდა ნაწილების დასაბეჭდად. თუმცა, ინტერესი მხოლოდ გიგანტური კორპორაციებით როდი შემოიფარგლება…
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.