უძველესი დამმტვერავი ფრინველი
2012 წელს ფრანკფურტის სენკენბერგის კვლევითი ინსტიტუტის ორნითოლოგმა ჯერალდ მეირიმ ეს ეგზემპლარი შეისწავლა
დაახლოებით, 47 მილიონი წლის წინ ერთმა პაწაწინა ფრინველმა თავისი ნისკარტი ყვავილში ჩაყო, ნექტარი ამოწრუპა და ყვავილის მტვერიც მიაყოლა. ფრინველის განამარხებულმა ნიმუშებმა მის კუჭში ეს უკანასკნელი სადილი შემოგვინახა – უძველესი მტკიცებულება დამმტვერავ ფრინველზე.
2012 წელს ფრანკფურტის სენკენბერგის კვლევითი ინსტიტუტის ორნითოლოგმა ჯერალდ მეირიმ ეს ეგზემპლარი შეისწავლა. ის სოფელ მესელში (გერმანია) საწვავი ფიქლის კარიერში აღმოაჩინეს. „განამარხებული ფრინველების კუჭის ასეთი შიგთავსი იშვიათად ფიქსირდება. ის, ძირითადად, მცენარეთა თესლებისა და თევზის ნარჩენებისგან შედგება“.