თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

უფრო გამწვანებული სუფრა

მიკროსკოპით დანახული საკვებ მცენარეთა თესლი, ფოთლები და ყვავილები გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავიხმაროთ სასოფლო-სამეურნეო კულტურები კლიმატის საფრთხეებთან გამკლავებაში.

მზესუმზირას ყვავილი გადიდებულია 700-ჯერ მზესუმზირას კალათის შემადგენელი ციცქნა ყვავილების სიმრავლე მტვრის წვეტიანი მარცვლებითაა მოფენილი. მზესუმზირა გვალვის, სიცხის, ნიადაგის სიმლაშისა და დაავადებების მიმართ საკმაოდ მედეგია. გენეტიკოსები ამ მცენარის გენომს იკვლევენ, რათა დაადგინონ, თუ რა განაპირობებს სტრესულ გარემოში მის გამძლეობას. სამომავლოდ კლიმატის ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით მის ველურ სახესხვაობებსაც აგროვებენ. ფერმერები მზესუმზირას შუალედური კულტურების ნაზავშიც იყენებენ, რომლებიც ძირითად კულტურებს შორის მოჰყავთ ნიადაგის ხარისხის შესანარჩუნებლად, ეროზიის შესაკავებლად, წყლის დასაზოგად და პესტიციდების გამოყენების შესამცირებლად. გამოსახულებები მიღებულია მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპით, რომელიც უმცირესი დეტალების ასახვისთვის სინათლის მაგივრად ელექტრონებს იყენებს. შედეგად შავ-თეთრი გამოსახულება მიიღება. რობერტ დაში სიეტლის სიახლოვეს მცხოვრები პედაგოგი და ფოტოგრაფია.

  • email icon
  • link icon ბმული კოპირებულია