უფრო მაღლა - უფრო გონივრულად - უფრო სწრაფად - უფრო ძლიერად
ტექნოლოგია და მეცნიერება სპორტსმენებს რეკორდების მოხსნაში ეხმარება. სადამდე შეგვიძლია ადამიანის შესაძლებლობების ზღვრის გადაწევა?
ყველა დროის საუკეთესო რბოლას მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში თუ ვიხილავთ: უსეინ ბოლტი ჯესი ოუენსის წინააღმდეგ.
იმისთვის, რომ სპორტსმენებმა რეკორდების მოხსნა შეძლონ, მეცნიერები ყურადღებას ისეთ საკვანძო საკითხებს აქცევენ, როგორებიცაა ფიზიოლოგია, კვება, ბიომექანიკა, სამედიცინო ხელშეწყობა, მონიტორინგი რეალურ დროში და წვრთნა. ასეთი სამეცნიერო ცოდნა შესაძლებლობების გაუმჯობესებას განაპირობებს.
სპორტსმენების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის მეცნიერები ახალ ტექნიკას და აღჭურვილობას ცდიან, ახლებური მეთოდებით ზომავენ მათ უნარებს, აკონტროლებენ მათ კვებას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
თქვენი საყვარელი ფეხბურთელის მიერ შესრულებული საოცარი პასი შეიძლება სავარჯიშო აპარატის – Footbonaut-ის (ფუტბონავტი) დამსახურება იყოს, რომელიც სხვადასხვა სიჩქარითა და რიტმით აწვდის ბურთს მოთამაშეს, მან კი შესაბამის „კარში“ უნდა შეაგდოს.

სპორტული ტექნოლოგიების წყალობით პარაოლიმპიელ სპორტსმენებსაც მიეცათ უკეთესად ვარჯიშის შესაძლებლობა. მაგრამ, სპორტის სწრაფ პროგრესს ზოგჯერ უბრალოდ სპორტსმენთა შორის მეტოქეობის ჟინი განაპირობებს.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების, კომპიუტერებისა და გენიოსების წყალობით ადამიანებს უფრო სწრაფად, უფრო მაღლა და უფრო ძლიერ შეუძლიათ მოქმედება და მიუხედავად იმისა, რომ სარბენი ბილიკები წიდაყრილიდან სინთეტიკური საფარით შეიცვალა, რომ ფეხსაცმლის მწარმოებლები ერთმანეთს უკეთესის შექმნაში ეჯიბრებიან, რეკორდულ შედეგს მაინც ერთი ადამიანის შრომა და მონდომება განაპირობებს.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.
კრისტინ ბრენანი USA Today-ს ეროვნული სპორტული სვეტის მიმომხილველი, CNN-ის, ABC News-ის, PBS NewsHour-ის და NPR-ის კომენტატორი და ბესტსელერების ავტორია. 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული 18 ოლიმპიადა აქვს გაშუქებული.