უფსკრულში
უზბეკეთის შორეულ მთის ქედზე სპელეოლოგები ეშვებიან ლაბირინთში, რომელიც, შესაძლოა, მიწისქვეშა ევერესტად ექცეთ


უფსკრულში
უზბეკეთის შორეულ მთის ქედზე სპელეოლოგები ეშვებიან ლაბირინთში, რომელიც, შესაძლოა, მიწისქვეშა ევერესტად ექცეთ
„ნუ ნერვიულობ, აქ არ დაიკარგები!“
ლარისა პოზნიაკოვას ძლიერი რუსული აქცენტით წარმოთქმული გამამხნევებელი სიტყვები უფსკრულის უსასრულო სიშავიდან მოისმის.

უზბეკეთის შორეული მთის ქედზე სპელეოლოგები ეშვებიან ლაბირინთში, რომელიც, შესაძლოა, მიწისქვეშა ევერესტად ექცეთ. გამოქვაბულის შესასვლელი რუსებმა 1984 წელს აღმოაჩინეს. თუმცა, 1990 წელს, ბრიტანელმა სპელეოლოგებმა პირველად გაარღვიეს გამოქვაბულის სიღრმე. „ბნელი ვარსკვლავი“ (Dark Star) 1970 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის მიხედვით დაერქვა. მას შემდეგ, ის და მისი მიწისქვეშა მეზობელი შახტი „ფესტივალნაია“, მრავალ სპელეოლოგს იზიდავს.
ამ გიგანტური სისტემის ხიბლი ძალიან ჰგავს მაღალი მთებისას, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: ვიცით, რომ დედამიწის ყველაზე მაღალი წერტილი ევერესტია, მიწისქვეშა უფსკრულის გამოკვლევის პოტენციალი კი – ფაქტობრივად, უსასრულო. საქართველოში მდებარე კრუბერის შახტი (2197 მეტრი) ყველაზე ღრმად მიიჩნევა, თუმცა ბნელი ვარსკვლავის სისტემაში იმდენი გამოუკვლეველი ადგილია, რომ სავსებით შესაძლებელია, მალე, ყველაზე ღრმა გამოქვაბულის სტატუსიც მიისაკუთროს.

დღემდე 8 ექსპედიცია იკვლევდა ბნელი ვარსკვლავის 17 400-მეტრიან მიწისქვეშა დერეფნებს (ყველაზე ღრმა 900 მეტრზე ეშვება). მაგრამ ეს სისტემა სრულად მაინც არ არის რუკაზე დატანილი. ამის მიზეზი რეგიონის პოლიტიკური არასტაბილურობა და კვლევის ტექნიკური სირთულეებია, რომელიც კომპლექსურ აღჭურვილობასა და ტექნიკას მოითხოვს. ამასთან, არა ერთ ექსპედიციას გაუთავდა თოკი…
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.