უკრაინელი „რკინიგზის ქალბატონები“
რკინიგზის გასწვრივ მდებარე სახლებში დაბინავებული მესიგნალე ქალები უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფენ.

უკრაინელი „რკინიგზის ქალბატონები“
რკინიგზის გასწვრივ მდებარე სახლებში დაბინავებული მესიგნალე ქალები უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფენ.
უკრაინელი მესიგნალე ოფიცრები მატარებლების დაუბრკოლებელ გადაადგილებასა და მემანქანეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
საშა მასლოვი ბავშვობაში მატარებლით მგზავრობის დროს ფანჯრიდან პატარა სახლის გვერდზე მდგომ ყვითელდროშიან ქალბატონებს ხედავდა.

თავის პორტრეტების სერიაში მასლოვი მათ “უკრაინელ რკინიგზის ქალბატონებს“ უწოდებს. უკრაინაში მათ ისეთივე კულტურული მნიშვნელობა აქვთ, როგორც თავად რკინიგზას. მესიგნალეების დანიშნულება მოახლოებული მატარებლის მემანქანისთვის დროშის მეშვეობით შეტყობინების გადაცემაა. დაკეცილი ყვითელი დროშა თავისუფალ გზას ნიშნავს. წითელი დროშა ან ცაში გასროლილი შაშხანა კი სვლის სრულად შეჩერებაზე მიუთითებს გზაზე არსებული დაბრკოლების გამო.
სარკინიგზო ოფიცრობის ზოგიერთი ასპექტი იცვლება. მათ რიგებში უკვე მამაკაცებსაც შეხვდებით, უკრაინის რკინიგზის სააგენტო კი ცდილობს ამ არამიმზიდველ, მაგრამ სტაბილურ სამსახურში უფრო მეტი ახალგაზრდა მიიზიდოს.
მაღალსიჩქარიანი მატარებლებისა და ავტომატიზებული გადასასვლელების სამყაროში რკინიგზის ოფიცრებს მატარებლებზე უფრო ხშირად ავტომობილის მძღოლების გაფრთხილება მოუწევთ. “უკრაინელები არ არიან კანონმორჩილნი, – ამბობს მასლოვი, – გზაზე მეთვალყურის არარსებობის შემთხვევაში, ადამიანები ბარიერების შემოვლით ეცდებიან ლიანდაგების გადაკვეთას“.
მატარებლების ჩამოდგომებს შორის ნატალია იურიევნა პილიპენკოს დრო ეზოს მოვლაში გაჰყავს. რელსების გვერდით მდებარე ეს სახლი უკრაინის რკინიგზის საკუთრებაა.
კონონივკა, 113-ე კმ, ერთ-ერთია მრავალი სადგურიდან, რომლებიც თავიანთი სახელით და დედაქალაქიდან სიშორით არიან ცნობილნი.
ყველა სახლი თავისებურია, საერთო მათ მხოლოდ პატარა ზომა და რელსებთან სიახლოვე აქვთ. მესიგნალეების ცხოვრება მატარებლების განრიგით განისაზღვრება.

აქ ცხოვრება სამონასტრო ყოფას მოგაგონებთ. ლიანდაგებისა და მატარებლების მეთვალყურეობის გარდა, მესიგნალეებს დღის განმავლობაში დოკუმენტების შევსება, ეზოების მოვლა და სახლის საქმეების კეთებაც უწევთ.