უკვდავი გვამი
სიუზან პოტერმა საკუთარი სხეული მეცნიერებას უსახსოვრა.
მისი სხეული გაყინეს, 27 000-ად გაჭრეს და ფოტოსურათები გადაუღეს.
შედეგი: ვირტუალური გვამი, რომელიც მედიცინის სტუდენტებს სამარხიდანაც მიაწვდის ცოდნას


უკვდავი გვამი
სიუზან პოტერმა საკუთარი სხეული მეცნიერებას უსახსოვრა. მისი სხეული გაყინეს, 27 000-ად გაჭრეს და ფოტოსურათები გადაუღეს. შედეგი: ვირტუალური გვამი, რომელიც მედიცინის სტუდენტებს სამარხიდანაც მიაწვდის ცოდნას
სიუზან პოტერმა უკიდურესი და ძალზე თვალსაჩინო დაწვრილმანებით იცოდა, რა მოუვიდოდა მის სხეულს გარდაცვალების შემდეგ.
სიცოცხლის უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სიუზანს თან დაჰქონდა ბარათი შემდეგი სიტყვებით: „ჩემი სურვილია, ჩემი სხეული გამოყენებულ იქნას „ხილვადი ადამიანის პროექტში“ მონაწილე სხეულების მსგავსი მიზნებისთვის, კერძოდ, მისი ფოტოგრაფიული გამოსახულებების მოხმარება შესაძლებელი იყოს ინტერნეტში სამედიცინო განათლებისთვის … ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში… პეიჯერით შეატყობინეთ მედიცინის დოქტორ ვიქტორ მ. სპიტცერს… სხეულის მისაღებად ოთხსაათიანი ვადაა“.
მინდა ხორცის შესანახი ვნახო, უთხრა მან სპიტცერს კოლორადოს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ტერიტორიაზე არსებულ ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში, – „ჩემს სხეულს მხოლოდ თავიდან ფეხებამდე ნაჩვენები ექსკურსიის შემდეგ შემოგწირავთ“.

„ეს ამბავი სიკვდილის შესახებაა“, – მითხრა ვიქ სპიტცერმა 2004 წლის მარტში, როდესაც მას პირველად შევხვდი პოტერთან თანამშრომლობის შესახებ სასაუბროდ, – „მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მომავალი მკვდრის შესახებ ვლაპარაკობთ“. ფაქტობრივად, ეს არის ამბავი ორ ცოცხალ ადამიანს შორის ურთიერთობისა: მეცნიერი თავისი ინოვაციური ხედვით – შექმნას სამედიცინო სახელმძღვანელო „გრეის ანატომიის“ ახალი, XXI საუკუნის ვერსია და მოხალისე ქალი, პროექტისა, რომელიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ განხორციელდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი 15 წელი სიუზან პოტერმა ვიქ სპიტცერისთვის იცოცხლა.
როდესაც 2015 წლის 16 თებერვალს პოტერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი სხეული დენვერის პალიატიური დახმარების დაწესებულებიდან წამოასვენეს, სადაც ის ერთი კვირით ადრე მოათავსეს. გვამისაყინულეში მოათავსეს და -26°C ტემპერატურაზე სრულ სიმკვრივემდე გაყინეს.

დაახლოებით ორი წლის შემდეგ პოტერის გაყინული გვამი ხერხით ოთხ ნაწილად გაჭრეს, რაც პირველი ნაბიჯი იყო იმ პროცესისა, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოოდ სპიტცერი პოტერის სხეულს აღადგენს და სტრუქტურულად გადააწყობს ერთგვარი ციფრული ავატარის მსგავს გამოსახულებად, რომელიც მედიცინის სტუდენტებს დაელაპარაკება და დაეხმარება გაიგონ, თუ როგორ ფუნქციონირებდა მისი ორგანიზმი სიცოცხლეში.
ანატომია მედიცინის საფუძველია. „სად“ საკითხის შესასწავლად მედიცინის სტუდენტები პირველ წელს გვამის გაკვეთაში ატარებენ. „მკვდრები ასწავლიან ცოცხლებს“ – ეს მედიცინის პრინციპია.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.
ქეთი ნიუმანი ჟურნალის ყოფილი რედაქტორია, რომლის უკანასკნელი სტატია 2017 წლის ნომერში შოტლანდიური ჭაობების შესახებ იყო. ლინ ჯონსონი ჩვენი ჟურნალისთვის ხშირად იღებს, ამჟამად ის მუშაობს აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე დაგეგმილი სტატიის ფოტოსესიაზე.