
უნდა დავხოცოთ თუ არა ცხოველები მათივე გადარჩენის მიზნით?
სატროფეო ნადირობა სახეობების დაცვის დაფინანსებას უწყობს ხელს. კრიტიკოსების აზრით კი, დიდი სანადირო ცხოველების ხოცვა, უბრალოდ არაეთიკურია
ზემოდან დანახულმა აფრიკამ შეიძლება ილუზია შეგიქმნათ: მდიდარი ველდები და რიფტული ხეობები, ვრცელი უდაბნოები და მძვინვარე მდინარეები… თავისუფალი და დაუსახლებელი ველური გარემოს ეს ფართო სივრცეები… სინამდვილეში, დღეს აქ თითოეულ კვადრატულ მეტრზე აცხადებენ პრეტენზიას – ზოგან მონიშნული აქვთ, ზოგან სარგებელს ნახულობენ, ზოგან დავობენ. ველურ გარემოში თავისუფლად მოხეტიალე ცხოველები კი გასაყიდ საქონლად ქცეულან, მათ მარკეტინგულად ფუთავენ და ყიდიან. ნანადირევი აფრიკის ნავთობია და ერთ მშვენიერ დღეს ისიც გამოილევა.
სატროფეო ნადირობა, განსაკუთრებით, აფრიკის ე.წ. „დიდ ხუთეულზე“ (სპილო, ლომი, ლეოპარდი, მარტორქა, აფრიკული კამეჩი), მორალური და ფინანსური სახის უამრავ შეკითხვას ბადებს.
„სროლა სპილოზე ნადირობის ბოლო 5%–ია, – მითხრა მარნევეკემ, – თავს ცუდად ვგრძნობ, როცა სპილო კვდება, მაგრამ ეს სპილოები ხომ დანარჩენი 2500–ის კონსერვაციის ფულს იხდიან. სატროფეო ნადირობა საუკეთესო ეკონომიკური მოდელია აფრიკაში. ბოლოს და ბოლოს, ამან შეიძლება აქაურობა და მასთან ერთად, სპილოებიც გადაარჩინოს“, – ამბობს პროფესიონალი მონადირე ფელიქს მარნევეკე. მსგავს არგუმენტს სხვა მონადირეებისგანაც გაიგონებთ. უამრავი ბიოლოგი და აქტივისტი კი ყველაფერ ამას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. იქნებ, მართლაც ასეა ყველაფერი მოწყობილი? ნუთუ შეიძლება 5-ის სიკვდილი 2500-ის გადასარჩენად?! თუ ამ ამბავს სხვა მხრიდან შევხედოთ? რატომ უნდა მოვკლათ თუნდაც ერთი ცხოველი?!
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.