უპილოტო ფრენა
უპილოტო საჰაერო ხომალდებმა თავიანთი ოსტატობა ალ-ქაიდას დაუმტკიცეს. ახლა საშინაო ფრონტისთვის ემზადებიან
უპილოტო ფრენა
უპილოტო საჰაერო ხომალდებმა თავიანთი ოსტატობა ალ-ქაიდას დაუმტკიცეს. ახლა საშინაო ფრონტისთვის ემზადებიან
პრეზიდენტ ობამას მიერ 2012 წლის თებერვალში ხელმოწერილი კანონით, ავიაციის ფედერალური სამმართველო (FAA) ვალდებულია 2015 წლის 30 სექტემბრისთვის ამერიკის საჰაერო სივრცე უპილოტო საფრენი აპარატებისთვის გააფართოოს. „ფალკონი“ – ერთ-ერთი უპილოტო საჰაერო ხომალდია, რომელიც დისტანციურად მართვადი „ლეპტოპით“ დალივლივებს ცაში. ფალკონს შეუძლია დაკარგული მოლაშქრეებისა და გაქცეული დამნაშავეების ადგილსამყოფლის დადგენა; ზომა გაშლილი ფრთებით 2,5 მეტრია, თუმცა მხოლოდ 4 კილოგრამს იწონის; აღჭურვილია ელექტროძრავით, ორი მბრუნავი ფოტოკამერით და GPS სისტემით მართვადი ავტოპილოტით. აძლევთ კოორდინატებს და ის თვითონ მიფრინავს, ამბობს უპილოტო საფრენი აპარატების ერთ-ერთი პროგრამის ხელმძღვანელი ბენჟამინ მილერი.
„ფალკონის“ გამოგონებამდე 12-იოდე წლის წინ კი სამხედროები უპილოტო საფრენი აპარატით – „ჯენერალ ატომიკს პრედატორით“ მხოლოდ საზედამხედველო მისიებს ასრულებდნენ. თუმცა, 11 სექტემბერს მომხდარმა ტერაქტმა უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელობა ერთიორად გაზარდა. აღნიშნული აპარატები ამერიკის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან, მრავალფუნქციურ იარაღად გადაიქცა.
პენტაგონმა „პრედატორი“ და უფრო დიდი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი „რიპერი“ რაკეტებით აღჭურვა. ახლა ოპერატორებს უკვე შეეძლოთ ნევადასა თუ ნიუ-იორკში ოფისებში მსხდარიყვნენ და ათასობით კილომეტრით დაშორებული სამიზნეებისათვის ეთვალთვალათ ან გაენადგურებინათ.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.