ვარსკვლავების კერამიკული რუკა
არქეოლოგებმა მოახერხეს ზედ დახატული ცხოველების იდენტიფიცირება, თუმცა ვერ დაადგინეს მათი მნიშვნელობა
1990 წელს საბერძნეთში ანტიკური თასის ნატეხები აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა მოახერხეს ზედ დახატული ცხოველების იდენტიფიცირება, თუმცა ვერ დაადგინეს მათი მნიშვნელობა.
20 წლის შემდეგ, მისურის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ჯონ ბარნსმა ეს რეკონსტრუირებული თასი (მარცხნივ) მუზეუმში ნახა. ასტრონომიით გატაცებულმა ეს ცხოველები თანავარსკვლავედების სიმბოლოებად აღიქვა. „ასმა ადამიანმა შეიძლება ნახოს არტეფაქტი და თითოეულმა თავისებურად აღიქვას“, – ამბობს იგი. რასაც ის ხედავს (ზევით, მარცხნიდან მარჯვნივ), არის: კუროს, ჰიდრის, კურდღლის, დიდი ქოფაკის, ღრიანკალის, დელფინის და ლომის თანავარსკვლავედები.
სავარაუდოდ, დაახლ. 600 წელს (ძვ. წ.) თასი ტაძარს შეწირეს ქალაქ ჰალაიში. ბარნსის აზრით, თანავარსკვლავედები, შესაძლოა, სეზონების მიხედვითაც დაეჯგუფებინათ, რაც თასს რელიგიურ კალენდარზე აღნიშნულ კონკრეტულ წლიურ დღესასწაულებთან დააკავშირებდა.