
ვარსკვლავების მტვერი დედამიწაზე
ლარსენის აზრით, შესაძლებელი უნდა იყოს მათი დასახლებულ ადგილებში შეგროვებაც. მიკრომეტეორიტები ვარსკვლავების აფეთქებისას, კომეტების აორთქლებისას და ასტეროიდების შეჯახებისას წარმოქმნილი ნაწილაკებია
ნორვეგიელმა მოყვარულმა მეცნიერმა ჯონ ლარსენმა მოიფიქრა, როგორ უნდა ვიპოვოთ მიკრომეტეორიტები (კოსმოსური მტვერი) დასახლებულ ადგილებში, რაც მეცნიერებს შეუძლებელი ეგონათ – ისინი ამ ნაწილაკებს დაუსახლებელ ადგილებში ეძებენ. ლარსენის აზრით, შესაძლებელი უნდა იყოს მათი დასახლებულ ადგილებში შეგროვებაც. მიკრომეტეორიტები ვარსკვლავების აფეთქებისას, კომეტების აორთქლებისას და ასტეროიდების შეჯახებისას წარმოქმნილი ნაწილაკებია. ლარსენმა იმ ფორმების ამოცნობა ისწავლა, რომლებიც ამ ნაწილაკებს ატმოსფეროში ვარდნისას უყალიბდებათ. მისი წიგნიდან აქ წარმოდგენილ ნიმუშებს წრიული ხაზები, რკინა-ნიკელის ლითონისა და სულფიდის ოქროსფერი წინწკლები და მინერალების კრისტალური პირამიდები აღენიშნებათ. ლარსენმა მიკრომეტეორიტების პოვნა სახურავების წყალსადენებში დარჩენილი მიწის გაცრითა და მაგნიტის გამოყენებით მოახერხა. მან შეგროვებული 48 ნაწილაკი ლონდონის იმპერიული კოლეჯის პლანეტოლოგ მეთიუ ჯენჯის აჩვენა. დათვალიერების შემდეგ, ჯენჯიმ დაადასტურა, რომ ეს მართლაც მიკრომეტეორიტები იყო. „ჯონი იყო ის, ვინც ერთი მიკრომეტეორიტის საპოვნელად, მიკროსკოპში ასიათასობით ნაწილაკს ათვალიერებდა“, – ამბობს ჯენჯი.