ვარსკვლავყლაპია
მზეზე ათჯერ დიდი ზომის ვარსკვლავისთვის გარდაცვალება გაცილებით უფრო დრამატული პროცესია. მისი გარე შრეები კოსმოსში ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებით იტყორცნება


ვარსკვლავყლაპია
მზეზე ათჯერ დიდი ზომის ვარსკვლავისთვის გარდაცვალება გაცილებით უფრო დრამატული პროცესია. მისი გარე შრეები კოსმოსში ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებით იტყორცნება
მზეს მშვიდი აღსასრული ექნება.
დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ, როცა მას წყალბადის საწვავი გამოელევა, გარე შრეები მოცილდება, ბირთვი შეიკუმშება და მზე თეთრ ჯუჯად გადაიქცევა.
მზეზე ათჯერ დიდი ზომის ვარსკვლავისთვის გარდაცვალება გაცილებით უფრო დრამატული პროცესია. მისი გარე შრეები კოსმოსში ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებით იტყორცნება. ამასობაში მისი ბირთვი მიზიდულობის ძალით ნეიტრონულ ვარსკვლავამდე (20 კმ დიამეტრის მბრუნავი სფერო) იკუმშება. ნეიტრონული ვარსკვლავის შაქრის ნატეხისოდენა ფრაგმენტის წონა დედამიწაზე მილიარდი ტონა იქნებოდა.
თუმცა ესეც არაფერია მზეზე ოცჯერ მეტი მასის მქონე ვარსკვლავის აგონიასთან შედარებით. სამყაროს არსებობის ყოველ მილიწამში ჰიროსიმაში ჩამოგდებული სიმძლავრის ბომბის აფეთქებითაც კი არ გამოიყოფა იმდენი ენერგია, რამდენიც გიგანტური ვარსკვლავის გარდაცვალების ბოლო სტადიაში. ვარსკვლავის ბირთვი შიგნით ვარდება. ტემპერატურა 55 მილიარდ გრადუსს აღწევს. მიზიდულობის დამანგრეველ ძალას ვეღარაფერი აკავებს. ევერესტზე დიდი რკინის ნამტვრევები მეყსეულად ქვიშის მარცვლების ზომამდე იკუმშება. ატომები ელექტრონებად, პროტონებად და ნეიტრონებად იმსხვრევა. ეს პაწაწინა ნაწილაკები კვარკებად, ლეპტონებად და გლუონებად იშლება. და ასე დაუსრულებლად, სულ უფრო პატარავდება და მკვრივდება სანამ…
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.