
ვეფხვები სხვა კუთხიდან
ყველა ფოტოგრაფს აქვს საოცნებო კადრი. სტივ ვინტერისთვის ეს ქვემოდან გადაღებული ვეფხვის სახე იყო.
ვინტერის თქმით, რომელიც დიდი ხანია National Geographic-ისათვის დიდ კატებზე რეპორტაჟებს იღებს, გამოწვევა იყო ამ რაკურსით გადაღება ისე, რომ მისი საკუთარი სახე არ აღმოჩენილიყო ცხოველის ხახაში.

ფოტო: მარკ თისენი
წარმოგიდგენთ მის დანადგარს: დისტანციურად მართვად, ოთხბორბლიან მანქანაზე დამაგრებულ კამერას. „კამერა-მანქანა“ National Geographic-ის ინჟინრებმა ააგეს, მაგრამ არასოდეს გამოუყენებიათ. ვინტერმა მისი პოტენციალი შენიშნა – ზემოთ მაყურებელი კადრის დაჭერა – და იკითხა, ხომ არ შეეძლო თან წაეღო ის ინდოეთში, ვეფხვების კონსერვაციის პროექტისათვის.


(მარცხნივ) ბანდჰავგარჰის ეროვნულ პარკში, მადჰია-პრადეშში, ინდოეთში, მამრი ვეფხვები კამერა-მანქანას გაურბოდნენ. (მარჯვნივ) ამ მდედრ ბენგალურ ვეფხვს კამერის არ შეშინებია, მაგრამ დიდად არ ეპიტნავა ის და თათი ჩაარტყა.