
ველური გატაცება
ითვლება, რომ ამერიკელთა სახლებში უფრო მეტი ეგზოტიკური ცხოველი ბინადრობს, ვიდრე ამერიკის ზოოპარკებში
ტერმინს „საყვარელი ეგზოტიკური ცხოველი“ ზუსტი დეფინიცია არა აქვს. ასე შეიძლება ვუწოდოთ ნებისმიერ ველურ ცხოველს, რომელიც ადამიანს შინ ჰყავს და უვლის. არ არსებობს ზედამხედველობა და რეგულაციები, ამიტომ ძნელია განსაზღვრო, რამდენი ეგზოტიკური ცხოველია ტყვეობაში. „მოკლე პასუხია – ძალიან ბევრი“, – ამბობს ცხოველთა თავშესაფრების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, პეტი ფინჩი. ფიქრობენ, რომ სულ ცოტა 5000 ვეფხვი ცხოვრობს ტყვეობაში. მათი უმეტესობა არა ლიცენზირებულ ზოოპარკებში, არამედ კერძო მფლობელობაშია. ბევრი მესაკუთრე კარგად ზრუნავს თავის ეგზოტიკურ ცხოველებზე, უამრავ ფულსაც ახარჯავს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ცხოველებს ვიწრო გალიებსა და არასათანადო პირობებში ამყოფებენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამერიკელთა ეზოებში, ავტოფარეხებსა თუ სასტუმრო ოთახებში, საძინებლებში, სარდაფებსა თუ სააბაზანოებში ველური ცხოველები თავიანთ პატრონებთან ერთად „საყვარელი შინაური ცხოველებივით“ ცხოვრობენ. ითვლება, რომ ამერიკელთა სახლებში უფრო მეტი ეგზოტიკური ცხოველი ბინადრობს, ვიდრე ამერიკის ზოოპარკებში. ეგზოტიკური ცხოველების ბიზნესი სარფიანი საქმეა, რომელსაც ცხოველთა დაცვისა და ველური ბუნების შენარჩუნების მომხრეები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. ისინი ამბობენ, რომ ტყვეობაში გამოზრდილი ველური ცხოველების ურბანულ პირობებში ყოლა არა მხოლოდ სახიფათოა, არამედ სასტიკიც და კრიმინალის შემცველიც. თუმცა ეს საკმაოდ რთული საკითხია.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.