
ველური გული
გასაოცარია, მაგრამ მობილური ტელეფონების მაღალტექნოლოგიურ საფარს მიღმა ევროპაში იმალება რიტუალები, რომლებიც მოსავლის აღებას, მზებუდობასა და ზამთრის წყვდიადისადმი შიშის უძველეს რწმენა-წარმოდგენებს ეხმიანება
თურმე, დღეს ევროპის სოფლებში (უმეტესად მთაში) ადამიანები დათვებად, ხარირმებად და ეშმაკებად გარდაისახებიან. ისინი გამოიხმობენ სიკვდილს, რომელსაც უხვ მოსავალს შესთხოვენ. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობენ, თუმცა ძველ ტრადიციებს მისდევენ.
გასაოცარია, მაგრამ მობილური ტელეფონების მაღალტექნოლოგიურ საფარს მიღმა ევროპაში იმალება რიტუალები, რომლებიც მოსავლის აღებას, მზებუდობასა და ზამთრის წყვდიადისადმი შიშის უძველეს რწმენა-წარმოდგენებს ეხმიანება. ამ იდუმალებით მოცულ სამყაროში ცხოვრობენ ურჩხულებიც, გაზაფხულის ახალი დაბადების მოლოდინიც, მოსავლის ნაყოფიერებაც და ახალშობილების აკვნებთან მჯდომარე ქალებიც. აღმოჩნდა, რომ ევროპას, ერთი შეხედვით, პირველყოფილი სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილს, აქა-იქ მაინც ესმის ბუნების მაჯისცემა.
მამაკაცები იცვამენ კოსტიუმებს (ისინი რეგიონებისა და სოფლების მიხედვითაც კი განსხვავებულია), რომლებიც მათ სახესა და აღნაგობას მალავს. ნიღბები იძლევა საშუალებას, რომ ადამიანსა და ცხოველს, რეალურსა და წარმოსახვითს, ცივილიზებულსა და ველურს, სიკვდილსა და ხელახალ დაბადებას შორის ყველანაირი ზღვარი წაიშალოს. ამგვარად, ადამიანი ორმაგ სახეს იძენს. ნახევრად ადამიანი და ნახევრად მხეცი განასახიერებს ადამიანებისა და ბუნების მეტად რთულ ურთიერთობას. მათი დღესასწაულების დროს კი „პირველყოფილი ევროპა“ იღვიძებს და ადამიანი-ბუნების მივიწყებული კავშირი უეცრად მთელ კონტინენტზე (გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჩეხეთი, პორტუგალია, ესპანეთი რუმინეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია, ბულგარეთი) ცოცხლდება…
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.