
ვენერას ათასი სახე
ვენერას ზედაპირზე ქარები ნელა მოძრაობენ, თუმცა კოსმოსური ხომალდიდან გადაღებულმა ფოტოებმა ზედა ატმოსფეროში უჩვეულო დინამიკა გამოავლინა
ვენერა კარგად მალავს თავის საიდუმლოებებს: ვულკანური ზედაპირი ტოქსიკური გოგირდმჟავას სქელი ღრუბლითაა დაფარული. მისი მკვრივი ატმოსფერო უკონტროლოდ მზარდ სათბურის ეფექტს ქმნის, რის გამოც პლანეტის ზედაპირი 480 გრადუსამდე ხურდება. ვენერა დედამიწაზე ოდნავ მცირე ზომისაა და საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს.
ვენერას ზედაპირზე ქარები ნელა მოძრაობენ, თუმცა კოსმოსური ხომალდიდან გადაღებულმა ფოტოებმა ზედა ატმოსფეროში უჩვეულო დინამიკა გამოავლინა – ქარები 400 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობენ, რაც 60-ჯერ აღემატება პლანეტის ბრუნვის სიჩქარეს.
ქარები ტურბულენტურობის მასიურ მორევებს ქმნიან ვენერას პოლუსებზე. დაბალ განედებზე მეტი მზის სინათლე ეცემა და აირებს აცხელებს, რომლებიც ცივი პოლუსებისაკენ გადაადგილდებიან. პოლუსებზე აირი ცივდება და სპირალურად ძირს ეშვება, როგორც წყალი საწრეტ მილში. ეს მორევები ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცვალებადი მოვლენაა მზის სისტემაში, ამაშია ვენერას ხიბლიც.