
ვეშაპებზე მონადირენი
ეს გახლავთ არქტიკული წრის ჩრდილოეთით ნორვეგიის ზღვაში ნახევარკუნძულივით შეჭრილი ველური, კლდოვანი ნატეხების მსგავსად მიმობნეული კუნძულთა ჯაჭვი
ნორვეგიის შორეულ ჩრდილოეთში მდებარე ლოფოტენის კუნძულები ყოველთვის ცალკე სამყაროს წარმოადგენდა. ეს გახლავთ არქტიკული წრის ჩრდილოეთით ნორვეგიის ზღვაში ნახევარკუნძულივით შეჭრილი ველური, კლდოვანი ნატეხების მსგავსად მიმობნეული კუნძულთა ჯაჭვი.
ზაფხულის მზიანი დილაა. ვესტ-ფიორდენის სივრცეს ნელა მიაპობს ხის პატარა ნავი. ნავის კაპიტანი, 69 წლის იან ბიორნ კრისტიანსენი 50 წელზე მეტია, რაც ამ წყლებში დაცურავს და ამას ბოლო 40 წელია ერთი და იმავე შელახული ნავით აკეთებს, სახელად ასევე იან ბიორნი ჰქვია. სახელი შესაფერისია, რადგან კაცსაც და ნავსაც ბევრი საერთო აქვთ: ორივე ძლიერი, გამოცდილი ვეშაპებზე მონადირეა, ორივეს სხეულს ზღვაზე ხანგრძლივი მძიმე შრომისაგან მიღებული იარები ატყვია.
ვეშაპებზე ნადირობის ზაფხულის სეზონზე კრისტიანსენი ალბათ 30-დან 40-მდე მცირე ზოლებიან ვეშაპს განგმირავს თავისი ჰარპუნით, მათ ნავშივე დაჭრის და ხორცს ნავსადგურში, სანაპიროზე ადგილობრივ ზღვის პროდუქტებით მოვაჭრეებს მიჰყიდის.
ვეშაპებზე ნადირობის დასასრულის მოახლოების მიზეზი არც მათი სიმცირეა და არც ნადირობასთან დაკავშირებული რთული პოლიტიკა. ეს რაღაც გაცილებით უფრო პროზაული და გარდაუვალია: ნორვეგიელ ბავშვებს, მათაც კი ვინც საზღვაო ციხესიმაგრე ლოფოტენში გაიზარდნენ, უბრალოდ აღარ სურთ ვეშაპებზე მონადირეები გახდნენ…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.