ვინ:
მუსის სპეციალიზაცია სამეცნიერო ფოტოგრაფია და ცხოველების გადაღებაა.
სად:
მუსის სტუდია სამხრეთ კაროლინაში, სალივანში. ჰოდორი მას ჰოლივუდში მდებარე Hallie Hill-ის ძაღლებისა და კატების თავშესაფრიდან ეწვია.
რა:
Fujifilm GFX100 კამერა 32-64 მმ ლინზით.
ამბავი:
მუსი უკვე 25 წელია ველურ ბუნებას უღებს ფოტოებს National Geographic-ისთვის. 2018 წელს მან ყურადღება უფრო დაუცველი ცხოველებისკენ – თავშესაფრის ძაღლებისკენ მიმართა. პორტრეტების სერიაში The Underdogs ის წარმოგვიდგენს ძაღლებს, რომლებსაც კიდურები აკლიათ ან გრძნობის ორგანოები აქვთ დაზიანებული. შესაბამისად, მუდმივ პატრონსაც რთულად პოულობენ. მუსის მიაჩნია, რომ 11 წლის მეძებარი ჰოდორი არაჩვეულებრივი კომპანიონი იქნება, ხოლო ლაპარაკი რომ შეეძლოს, საოცარ ამბებს მოგვიყვებოდა.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia