ვიზუალური სოფელი
ინტერნეტსივრცეში უამრავი ფოტოგრაფის არსებობის პირობებში, ვერც ერთი სურათი ვერ ინარჩუნებს განსაკუთრებულობას დიდი ხნით
ფოტოგრაფიის გამარტივებამ გზა გაუხსნა, ყველაფერი ჯადოსნურისა თუ ყოფითის დაფიქსირების დაუცხრომელ სურვილს. ალბომში თავმოყრის ნაცვლად, ამ სურათებს ვაზიარებთ, ვიწონებთ და კომენტარებს ვუკეთებთ, მეგობრებთან და უცნობებთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხანდახან ფოტოჟურნალისტებიც იღებენ მობილური ტელეფონებით, რადგან მათი ფაქტობრივად უჩინარობა ამარტივებს სპონტანური მომენტების დაფიქსირებას. ინტერნეტი კი საშუალებას აძლევს ტრადიციული მედიის გვერდის ავლით, თავად იყვნენ საკუთარი თავის გამომცემლები და „ინსტაგრამის“ მსგავსი სოციალური ქსელებით ფართო აუდიტორიას წარუდგნენ.
ინტერნეტსივრცეში უამრავი ფოტოგრაფის არსებობის პირობებში, ვერც ერთი სურათი ვერ ინარჩუნებს განსაკუთრებულობას დიდი ხნით. ნიკ უტის ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ მორბის გზაზე, ნაპალმის ბომბით დამწვარი, ცხრა წლის ვიეტნამელი კიმ ფუკი – ათეულობით წლების შემდეგაც ღრმადაა ჩაბეჭდილი ჩვენს წარმოსახვაში. დღეს თუ ასეთი ამაღელვებელი სურათების ნაკლებობაა, ეს იმას არ ნიშნავს რომ კარგი სურათი ცოტაა, უბრალოდ, კარგი – ძალიან ბევრია.
კამერების ფართო გავრცელებით ჩვენ უკვე სხვანაირად აღვიქვამთ მნიშვნელოვან მოვლენებს. სათვალთვალო კამერები პოლიციას ბოსტონის მარათონის აფეთქების მსგავსი დანაშაულის გახსნაში ეხმარება.
ახლა თითქოს პროფესიული სტანდარტებიც იცვლება. დღეს სურათების გადაკეთება ისე შეიძლება, რომ შეუიარაღებელი თვალი ვერც შეამჩნევს. „გაუმჯობესებული“ სინამდვილის წარმოსაჩენად ნებისმიერი გამოსახულების ფალსიფიცირებაა შესაძლებელი. რიგითი დამთვალიერებელი სურათის სანდოობას ვერ დაადგენს და რჩება მხოლოდ მაუწყებელი ორგანიზაციის ან ფოტოგრაფის კეთილსინდისიერების იმედი.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.