ვულკანი მეზობლად
ვულკანი ქალაქ გომას დაჰყურებს. მეამბოხეებსა და სამთავრობო ჯარებს გამოქცეული მოსახლეობა აქ ეძებს თავშესაფარს


ვულკანი მეზობლად
ვულკანი ქალაქ გომას დაჰყურებს. მეამბოხეებსა და სამთავრობო ჯარებს გამოქცეული მოსახლეობა აქ ეძებს თავშესაფარს
როდის ამოიფრქვევა ვულკანი ნირაგონგო? ამ კითხვამ მსოფლიოს ორი წამყვანი ვულკანოლოგი აფრიკის ცენტრში ჩაიყვანა; ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევს სეისმოლოგებს; მან შეიძლება მილიონამდე ადამიანის ბედი განსაზღვროს.
ნირაგონგო 3000 მეტრზე მაღალი, მთელ პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დ შეუსწავლელი ვულკანია. კვლევები ვერ ტარდებოდა, რადგან აღმოსავლეთი კონგო მუდამ ბრძოლის ველად იყო ქცეული. დღეს აქ დროებით მშვიდობას გაეროს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი (20 000-მდე ჯარისკაცი) ინარჩუნებს.
ვულკანი ქალაქ გომას დაჰყურებს. მეამბოხეებსა და სამთავრობო ჯარებს გამოქცეული მოსახლეობა აქ ეძებს თავშესაფარს. გომა ყოველდღიურად იზრდება. დღეს გომაში მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ნირაგონგოს ლავამ ორჯერ შეუტია ქალაქს. 1977 წელს ლავის სიჩქარემ გადააჭარბა 95 კმ/საათს – ყველა დროის უსწრაფესი ნაკადი. ასობით ადამიანი დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ ლავა მანამდე გაქვავდა, ვიდრე ქალაქის მთავარ ნაწილს მიაღწევდა. 2002 წელს იგი 11 მილიონი კუბური მეტრი ლავით დაატყდა თავს ქალაქს, 14 000 სახლი დაანგრია, პირველი სართულები ჩამარხა და 350 000 მცხოვრები დევნილად აქცია. თუმცა ფიქრობენ, რომ ორივე ამოფრქვევის ძალა არაფერია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში გააფთრებულ ნირაგონგოს გააჩნია.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.