წინააღმდეგობრივი დინებები
დაცული ტერიტორია კეიპტაუნის სანაპირო ზოლის უმეტეს ნაწილს მოიცავს. კარბონკელბერგი იმ ტიპის ადგილია, სადაც ულვაშიანი სელაპების ცქერით მოხიბლული ადამიანი გაიფიქრებს, რომ ოკეანის სამყაროში ყველაფერი რიგზეა


წინააღმდეგობრივი დინებები
დაცული ტერიტორია კეიპტაუნის სანაპირო ზოლის უმეტეს ნაწილს მოიცავს. კარბონკელბერგი იმ ტიპის ადგილია, სადაც ულვაშიანი სელაპების ცქერით მოხიბლული ადამიანი გაიფიქრებს, რომ ოკეანის სამყაროში ყველაფერი რიგზეა
კეიპტაუნის დასავლეთ სანაპიროზე, სერფერების საყვარელ ადგილთან, დანჯენსთან ახლოს დაბალი, ბრტყელი კუნძულია, რომელსაც სელაპები დაპატრონებიან. სელაპები თვლემენ, ბღავიან და ნაშიერებს უვლიან, დროგამოშვებით კი ოკეანეში ეშვებიან. წყალქვეშ მათ ადამიანებიც უერთდებიან და რიფების გარშემო თუ ლამინარიის ტყეებში ერთად „დანავარდობენ“. მზის სინათლე სელაპების ბეწვში გაბმულ ჰაერის ბუშტულებზე ელვარებს. როდესაც ყირაზე გადადიან და სიჩქარეს უმატებენ, შამპანურის ქაფივით ნაკვალევს ტოვებენ.
კუნძული მდებარეობს დიდი დაცული ტერიტორიის შიგნით, კარბონკელბერგის ნაკრძალში, სადაც თევზჭერა არ არის დაშვებული. დაცული ტერიტორია კეიპტაუნის სანაპირო ზოლის უმეტეს ნაწილს მოიცავს. კარბონკელბერგი იმ ტიპის ადგილია, სადაც ულვაშიანი სელაპების ცქერით მოხიბლული ადამიანი გაიფიქრებს, რომ ოკეანის სამყაროში ყველაფერი რიგზეა.
ეს მხოლოდ მანამ, სანამ (როგორც მე) ზევით აიხედავს და ფერდობის ბილიკზე დინჯად მიმავალი ადამიანების მწკრივს შეამჩნევს, მძიმე ტომრებით ზურგზე. „ტანმოვარჯიშე“ სელაპები მივატოვე, პატარა უბესთან მივცურე და ნაპირზე ცარიელი ნიჟარების ხალიჩაზე გადავედი. ფიალისხელა ნიჟარების სადაფი ვარდისფრად და მწვანედ ციალებდა. ნიჟარებს შორის იბისი დაძრწოდა და ნიჟარის შიგნეულობის ნაფლეთებს კორტნიდა…
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.