წყალგაუმტარი ფრთები
პეპლის ფრთა ხაოიანი და ცვილისებრი საფარველით, 40 პროცენტით უფრო სწრაფად ისხლეტს წყლის წვეთს, ვიდრე ლოტოსის ჰიდროფობური ფოთოლი
ფრთები პეპლებს მხოლოდ ფრენისთვის არა აქვთ. ისინი წყალსაც ისხლეტენ. ამას იმდენად კარგად ახერხებენ, რომ ინჟინრები მათში მომავლის თვითმფრინავების მოდელს ხედავენ. ტენი ფრენის ეფექტურობას ამცირებს. ყინული კი ერთგვარი მუხრუჭია. პეპლის ფრთა ხაოიანი და ცვილისებრი საფარველით, 40 პროცენტით უფრო სწრაფად ისხლეტს წყლის წვეთს, ვიდრე ლოტოსის ჰიდროფობური ფოთოლი.
წამის ყოველი მეათასედი მნიშვნელოვანია. „თუ წყალთან კონტაქტის დროს შევამცირებთ, ზედაპირი უფრო დიდხანს დარჩება მშრალი“, – ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი კრაიპა ვერანასი. ეს კი ფრენის სისწრაფის ზრდას და ყინულის მოსაცილებელი ქიმიკატების საჭიროების სიმცირეს ნიშნავს (ამ მიზეზით 2013 წელს აშშ-ში ათასობით საჰაერო რეისი გადაიდო). თუ ეს იდეა „ფრთებს შეისხამს“, ვიტყვით, რომ ადამიანი ბუნებისგან სწავლას განაგრძობს!