
ყატის პრობლემა
გასულ ივნისს ბრიტანეთმა ყატის აქტიური ნივთიერება კათინონი არალეგალურად გამოაცხადა
ყატის გარშემო კამათი ატყდა. სომალის ნახევარკუნძულზე მოსახლეობა მას საუკუნეებია ღეჭავს. გასულ ივლისს ბრიტანეთმა ყატის (მარჯვნივ) აქტიური ნივთიერება კათინონი არალეგალურად გამოაცხადა. ამით მცენარემ მთელ ევროპაში უკანასკნელი თავშესაფარი დაკარგა.
ყატის მწარმოებლებისთვის ბრიტანეთის დაკარგვა ძლიერი დარტყმაა, რადგან ის ხელსაყრელი ადგილია ყატის გასავრცელებლად. აქედან მსოფლიოს ყველა მიმართულებით სრულდება ყოველდღიური საჰაერო რეისები. საქმე ისაა, რომ ყატი გამოშრობის შემდეგ 48 სთ-ში თავის თვისებებს კარგავს. კენიელი ფერმერები კი წლიურ 70 მილიონ აშშ დოლარს დაკარგავენ.