ყინულის გალაქტიკა
ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს – ზამთარი არემარეს
ყინულით ქარგავს.

ყინულის გალაქტიკა
ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს – ზამთარი არემარეს ყინულით ქარგავს.
ფოტოგრაფი ბილი (დავით) ბილიხოძე ხშირად ირჩევს ერთ თემას და შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობს მასზე. მისი ორიგინალური სერიები, რომლებითაც მან სრულიად სხვა თვალით დაგვანახა მაკროობიექტივით გადაღებული ზამთრის ხმელი ყვავილები თუ წელიწადის სხვადასხვა დროს დრონით აღბეჭდილი საქართველოს გზები, 2019 წელს ჩვენი ჟურნალის ივლისისა და სექტემბრის ნომრებში გამოქვეყნდა.
„თბილისის ზღვაზე ძლიერი ყინვისას ხშირად შეხვდებით ნაპირზე, მზის მოლოდინში, ყინულით ასე დატყვევებულ მცენარეებს. ყინვაში სეირნობისას ხშირად აღმომიჩენია მცენარეების შეჩერებული წამი“. – ბილი ბილიხოძე

ამ ყინულის შირმის მიღმა შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი სამყარო იმალება. ყინულს მოწითალო ელფერს მის უკან არსებული რკინის ნაჭერი და დანათებული მზის სხივები სძენს.
ეს „მთათა სისტემა“ ფოტოგრაფმა დილით მანქანის კარზე აღმოაჩინა.
კახეთში სეირნობისას „ყინულის ძაფებით მოქარგული ყვავილების სიმფონიასაც“ შეიძლება გადააწყდეთ.

ამჯერად გთავაზობთ სერიას, რომელშიც ყინულისა და ფიფქის გასაოცარი მრავალფეროვნებაა აღბეჭდილი. „წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს, თუმცა ჩემთვის ზამთარი ყველაზე შემოქმედებითი სეზონია. ის თოვლსა და ყინულს იყენებს მასალად და გასაოცარ ფორმებს ძერწავს, – ამბობს ბილი, – მაკროობიექტივში მოხვედრილ ამ სამყაროში მთელი კოსმოსი შეიძლება დაინახო“.
როდესაც ვამბობ, რომ ზამთარი მხატვარია, სწორედ ეს მოჭირხლული მავთული მახსენდება, რომელიც ბორჯომში შევნიშნე.
ხანდახან ზამთარი ისეთი სილამაზის ფორმებს ქმნის, როგორიც ეს ყინულის მარგალიტებით მორთული ნაძვებია.
ამ სტალაგმიტების მსგავს ფორმაციას, რომლის შიგთავსიც მცენარის გამხმარი ღეროებია, გულგრილად ვერ ჩავუარე.
„გაყინულ სამყაროში გასაოცარი თავგადასავლები გადაგხდებათ, მით უფრო, თუკი ასეთი „ყინულის ავტობანების“ გავლა მოგიწევთ“.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო დამეფიქსირებინა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფორმები და ფაქტურა, რომლებსაც იღებს ყინული იმის მიხედვით, თუ როგორ ზედაპირზე იყინება: „ყველამ ვიცით, რომ არც ერთი ფიფქი ერთმანეთს არ ჰგავს. ყოველი მათგანი უნიკალურია. ასევეა ყინულის თითოეული ფიგურაც, – ამბობს ბილი, – ზამთარში, როცა მოყინავს ხოლმე, ჩემთვის ყველა კუთხე-კუნჭულში ზღაპრული სამყარო ჩნდება“.