
ყინულით შებოჭილები
1946 წლის 30 დეკემბერს, ანტარქტიდის კუნძულ ტარსტონის რუკაზე მონიშვნისას, პრეზიდენტ ტრუმენის მიერ ომის დამთავრების ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ჯორჯ პირველმა კატასტროფა განიცადა
მეორე მსოფლიო ომის ზოგი უკანასკნელი მსხვერპლი ბრძოლაში არ დაღუპულა. 1946 წლის 30 დეკემბერს, ანტარქტიდის კუნძულ ტარსტონის რუკაზე მონიშვნისას, პრეზიდენტ ტრუმენის მიერ ომის დამთავრების ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ჯორჯ პირველმა კატასტროფა განიცადა. გადარჩენილმა ექვსმა სამი დაღუპული – მაქსველ ლოპეზი, ვენდელ ჰენდერსინი და ფრედერიკ უილიამსი ნამსხვრევების ქვეშ დაკრძალა და მათი სახელები ფრთაზე დაწერა.
ამჟამად მათი დაბრუნების საკითხს განიხილავენ. აშშ-ს სამხედრო ფლოტი ამ აზრს არ ეთანხმება. დაღუპულთა გადმოსვენებაზე მომუშავე ლოუ საპიენზა თვლის, რომ ისინი მყინვარში არიან და არა ზღვაში. ოჯახებს კი მათი დაბრუნება სურთ. ყინულის გადაადგილების გამო, ანტარქტიდის ის ნაწილი, სადაც ისინი დამარხეს, დაახლოებით ექვსნახევარი კილომეტრით მიუახლოვდა წყალს. „მყინვარი ბელინგსჰაუზენის ზღვისკენ მოძრაობს და ბოლოს და ბოლოს მოწყდება“, – ამბობს საპიენზა“.