ყინულში დაფიქსირებული
ფოტოგრაფი ყინულის ქვეშ ბუშტების შთამბეჭდავ ფორმაციებს ხედავს,
რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე მიუთითებს


ყინულში დაფიქსირებული
ფოტოგრაფი ყინულის ქვეშ ბუშტების შთამბეჭდავ ფორმაციებს ხედავს, რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე მიუთითებს
ყოველ წელს რიოტა კაჯიტა ალასკაში ზამთრის პირველი ყინულის სანახავად მიემგზავრება. კაჯიტას, ფერბენქსში მცხოვრებ იაპონელ ფოტოგრაფს, სჯერა, რომ „ყველაფერი, ისიც კი, რაც უმნიშვნელოდ გვეჩვენება, ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო საკითხებს უკავშირდება“. მაგალითისათვის მას ტბებისა და ტბორების ყინული მოჰყავს.
კაჯიტა თავისი პროექტისთვის „ყინულის ფორმაციები“ ფოტოებს 2010 წლიდან იღებს. მრავალ მათგანზე მეთანისა და ნახშირორჟანგის გაყინული ბუშტებია აღბეჭდილი. მათი არსებობა კაჯიტას ადარდებს: დედამიწის ჩრდილოეთ რეგიონების დათბობასთან ერთად მარადმზრალი ნიადაგის ლღობა ჩქარდება, რაც მეტი მეთანის – მავნე სათბურის აირის გამოთავისუფლებას იწვევს. კაჯიტა იმედოვნებს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ფოტოებს ნახავენ, „ბუნებასთან კავშირს იგრძნობენ“.


