
ყურძნის დაწურვა
ფოტო კონკურსიდან „მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია“
ვინ:
გიორგი ცაავა, 34 წლის, ფოტოგრაფი
სად:
ბაღდათი, იმერეთი, საქართველო
რა:
Nikon D750, ობიექტივი 1735
ამბავი:
Your Shot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა მოგზაურობას, მოძრაობას და იმას, რაც მათ ამ კონკრეტულ ადგილთან აკავშირებდა. გიორგი ცაავას ნამუშევარი, რომელიც მან იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში გადაიღო, ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტი და გამოფენის მონაწილე გახდა: „იმერეთში მოგზაურობისას სოფელ ზედა დიმს ვესტუმრე, სადაც ტრადიციებზე დაყრდნობით მისდევენ მეღვინეობას. მე ყურძნის უძველესი მეთოდით დაწურვის მოწმე გავხდი. ფოტოზე სწორედ ეს პროცესია აღბეჭდილი. როგორც მასპინძელმა ამიხსნა, ამ ხელნაკეთ დანადგარს, რომელიც ყურძენს წნეხს, “ოწიწარი“ ეწოდება. ხელსაწყო წინაპრებისგან დარჩა და ის დაახლოებით 200 წელს ითვლის“, – წერს გიორგი.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge