ყვავილების ძახილი
ყველამ ვიცით, რომ ყვავილები დღისით სხვადასხვა დამამტვერიანებლებს კაშკაშა ფერებით იზიდავენ. აი ღამით კი, მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მოელვარე Mucuna-ს ყვავილი, ნექტრით მკვებავ ღამურებს ფერით კი არა, ბგერებით იხმობს


ყვავილების ძახილი
ყველამ ვიცით, რომ ყვავილები დღისით სხვადასხვა დამამტვერიანებლებს კაშკაშა ფერებით იზიდავენ. აი ღამით კი, მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მოელვარე Mucuna-ს ყვავილი, ნექტრით მკვებავ ღამურებს ფერით კი არა, ბგერებით იხმობს
ბუნების გამომგონებლობას საზღვარი, მართლაც, რომ არ აქვს.
ამის დასტური ნექტრის მსმელი ღამურებისა და ღამით მოყვავილე მცენარეების ელეგანტური ისტორიაა. მათი სიცოცხლე ერთმანეთს ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში გადაეჯაჭვა.
Glossophaga commissarisi, პაწაწინა, ცერისოდენა ფრთოსანი ძუძუმწოვარი Mucuna holtonii-ს ყვავილებს შორის დაფრინავს და კოლიბრის მსგავსად, „ღმერთების სასმელს” ეწაფება. სანაცვლოდ, მცენარე მტვერიანდება. ყველამ ვიცით, რომ ყვავილები დღისით სხვადასხვა დამამტვერიანებლებს კაშკაშა ფერებით იზიდავენ. აი ღამით კი, მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მოელვარე Mucuna-ს ყვავილი, ნექტრით მკვებავ ღამურებს ფერით კი არა, ბგერებით იხმობს.
კოსტა-რიკის ჩრდილოეთში, „ლა სელვას“ ბიოლოგიურ სადგურში მრავალწლოვან მცენარე Mucuna-ს ტყის ღია უბანი ფოთლოვანი ჭერით გადაუხურავს და ბარდის პარკის ფორმის კვირტების ბაცი ყვითელი ყვავილედები თავისი გრძელი მწვანე ღეროებით ჭაღებივით ჩამოუშვია.
შებინდებისას კვირტები ღამურების მასპინძლობისთვის ემზადებიან. ჯერ ყველაზე ზედა, მომწვანო ფიალას ფორმის გვირგვინის ფურცელი იხსნება ვერტიკალურად და ყვავილედის თავზე შუქურას ემსგავსება. შემდეგ – მის ქვევით ყვავილის გვირგვინის ორი პატარა სხვა ფორმის გვერდითი ფურცელი. კვირტზე ნაპრალი წარმოიქმნება, საიდანაც ნივრის სუსტი არომატი იფრქვევა…
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.