ყველაზე უძლეველი იხვი მსოფლიოში
მადაგასკარული ყვინთია გადაშენებულად ითვლებოდა, სანამ ერთი ადგილობრივი ბიოლოგი აღნიშნული სახეობის პატარა გუნდს მათთვის სრულიად უჩვეულო ადგილას არ გადააწყდებოდა.
ერთი საუკუნის წინ მადაგასკარული ყვინთია ჩვენთვის ცნობილ მის ერთადერთ ჰაბიტატში, ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს უდიდეს ტბაში, ალაოტრაში გვხვდებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ტბის გარშემო არსებული მწერებით სავსე მარშები სახნავ სავარგულად გადაკეთდა და იხვების რაოდენობამ კლება დაიწყო. მათი ბოლო გუნდი 1960 წელს დააფიქსირეს. მეცნიერების პატარა ჯგუფი ათწლეულების განმავლობაში დაუღალავად ეძებდა ყვინთიებს. თუმცა, ამაოდ.

1990-იანი წლების შუა პერიოდში ეს იხვი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ფოტსიმასოს”, იმავე თეთრთვალას უწოდებს, გადაშენებულად ჩათვალეს. თუმცა, 2006 წელს, მალაგასიელმა ბიოლოგმა ლილი -არისონ რენე დე როლანმა 13 ყვინთია მათი ისტორიული ჰაბიტატიდან შორს, ვულკანურ ტბაზე შემთხვევით იპოვა. ამ აღმოჩენამ საფუძველი დაუდო მეცნიერების, მთავრობის და ადგილობრივი თემების 20-წლიან თანამშრომლობას აღნიშნული სახეობის აღსადგენად, რაც გულისხმობდა ყვინთიების ტყვეობის პირობებში გამრავლებას და შემდეგ მათ ველურ ბუნებაში გაშვებას. სამუშაო დასრულებისგან ჯერ შორსაა, მაგრამ წინსვლა აშკარაა: ახლა მადაგასკარში დაახლოებით 230 ყვინთია ბინადრობს.

სამეცნიერო სახელები
Aythya innotata
რაციონი
მწერები (ძირითადად რუისელები)
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა
7–10 წელი ადამიანის მზრუნველობის ქვეშ
კონსერვაციული სტატუსი
გადაშენების პირას

National Geographic Society აფინანსებს მკვლევარ ჯოელ სარტორეს “ფოტოკიდობნის“ პროექტს, რომლის მიზანია მსოფლიოს ზოოპარკებში, აკვარიუმებსა და ნაკრძალებში მობინადრე ყველა სახეობის აღბეჭდვა.