ყველგან მსუფევი ტკიპები
ზრდასრული ტკიპების სიცოცხლე სულ რამდენიმე კვირა გრძელდება. ანუსს მოკლებულნი საკუთარი განავლით იტენებიან და იღუპებიან


ყველგან მსუფევი ტკიპები
ზრდასრული ტკიპების სიცოცხლე სულ რამდენიმე კვირა გრძელდება. ანუსს მოკლებულნი საკუთარი განავლით იტენებიან და იღუპებიან
რამდენიმე წლის წინ სანაძლეო დავდე სახის ტკიპებზე – ცხოველებზე, რომლებიც თმის ფოლიკულებში ბინადრობენ. ისინი ისეთი პაწაწინებია, რომ ნემსის ყუნწზე მთელი დუჟინი დაეტევა.
მათი პოვნა თქვენს სახეზეც შესაძლებელია, განსაკუთრებით ღამით, როდესაც წყვილდებიან, სანამ დღისით ისევ ფოლიკულებში არ გადაცოცდებიან სასადილოდ. ამ „გამოქვაბულებში“ მდედრი ტკიპები რამდენიმე დიდ, ტკიპის ფორმის კვერცხს დებს. კვერცხებიდან პატარები იჩეკებიან, შემდეგ კი, ყველა ტკიპას მსგავსად, კანს იცვლიან – იძრობენ გარეგან ჩონჩხს და იქიდან ოდნავ დიდები გამოდიან. ზრდასრული ტკიპების სიცოცხლე სულ რამდენიმე კვირა გრძელდება. ანუსს მოკლებულნი საკუთარი განავლით იტენებიან და იღუპებიან.
ამჟამად, სახის ტკიპების ორი სახეობაა ცნობილი; მე ფსონი დავდე, რომ რამდენიმე ადამიანის შემოწმების შემთხვევაშიც კი შესაძლებელი იყო ამ ტკიპების უფრო მეტი, მეცნიერებისთვის სრულიად უცნობი სახეობის გამოვლენა.
ბიოლოგები ხშირად დებენ ასეთ ფსონებს. ამას წინასწარ ვარაუდს უწოდებენ, უფრო მეცნიერულად რომ ჟღერდეს…
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.