ზაფხულის დათვები
კანადის არქტიკულ ზონაში ხანმოკლე ზაფხულის მანძილზე თეთრი დათვები ლამაზ ფერებად აყვავებულ ხმელეთს ესწრაფვიან.

ხმელეთის უდიდესი მტაცებელი ზაფხულობით განსხვავებული სინაზით გვევლინება.
„თეთრ დათვებს სულ ყინულსა და თოვლზე ვხედავთ, – ამბობს ფოტოგრაფი მარტინ გრეგუს უმცროსი, – არადა არსებობას ხომ ზაფხულობითაც აგრძელებენ“. გრეგუსმა გადაწყვიტა მათი ეს ნაკლებად ცნობილი მხარე წარმოეჩინა: მომცრო გემზე საველე სადგური მოაწყო, 2020 და 2021 წლების არქტიკული ზაფხულის 33 დღე დათვებთან გაატარა და მათი ხასიათის შესახებ ბევრი რამ შეიტყო.
არქტიკული ზონის ამ ნაწილში სრულიად ბრტყელი პეიზაჟია და მომცრო ლოდიდანაც კი საინტერესო ხედი იშლება. ვერონიკას (ფოტოზე) და სხვა დათვებს ამ ქვაზე დადგომა სჩვეოდათ – საკბილო სელაპების დასაზვერად მიდამოებს ათვალიერებდნენ. როგორც ჩანს, აქაურ გარემოპირობებთან თეთრი დათვები წარმატებით ადაპტირდნენ. თუმცა, თავიანთი არეალის უდიდეს ნაწილში მათ ძალიან უჭირთ გადარჩენა მზარდი ტემპერატურის გამო.
დათვები, რომლებსაც გრეგუსმა ბეტი და ვერონიკა შეარქვა, ამ ლოდთან მთელი საათი ძიძგილაობდნენ. განუყრელი მეგობრები არიან – ერთად თამაში და ნადირობა სჩვევიათ.
ორი მოზრდილი ბელი დედას იცავს მამრისგან, რომელმაც ახლოს გაიარა. გრეგუსს ეს კადრი ცერბერს აგონებს, მრავალთავიან ძაღლს ბერძნული მითოლოგიიდან.
ავრორა და მისი ბელი ბინსი ქარიშხლის მოახლოებისას. გრეგუსის თქმით, კლიმატის ცვლილების შედეგად ჭექა-ქუხილი გახშირდა. დათვებს ყოველ გრგვინვაზე ცახცახი უტყდებოდათ.
თეთრი დათვები წყალში იმდენ დროს ატარებენ, რომ ბევრი მეცნიერი მათ ზღვის ცხოველებად მიიჩნევს. მათ მიერ ერთკვირიანი გაბმული ცურვის და 650 კილომეტრის დაფარვის შემთხვევებიც დაფიქსირებულა. წყალქვეშა კადრების გადასაღებად, რომლებშიც დათვი გამლღვალი ყინულიდან ხმელეთზე გადადის, გრეგუსმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენა, რათა ცხოველებს შეუმჩნევლად მიახლოებოდა.

გაიცნო შეუპოვარი ბელი, რომელიც, ცალი ფეხის დაკარგვის მიუხედავად, უკვე ორ ზაფხულს გადაურჩა. უზარმაზარ მდედრს, ვანდას (ქვემოთ), სხვა დათვები უფრთხოდნენ, თვითონ კი დღეებს იოგას მსგავსი გაწელვის ვარჯიშებში ატარებდა. ერთი მდედრი გრეგუსს ისე მიეჩვია, რომ ბელებს მის სიახლოვეს აჭმევდა. გრეგუსი დათვების იშვიათ ქცევებსაც შეესწრო, მაგალითად – მცენარეების ძოვას და მეთოვლიას ბარტყებზე ნადირობას. ეს ალბათ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში ეხმარებათ, რადგან სხვაგან თეთრი დათვები შიმშილით იხოცებიან, გრეგუსის ფოტოებზე კი ჩასუქებულ, ჯანმრთელ, ხალისიან დათვებს ვხედავთ.