ხელოვანი და ყოფილი არქიტექტორი ლუ განიონი ყოველ ზაფხულს თითო კვირას პლაჟზე, ქვიშის სასახლეების შენებაში, ატარებს. 20 წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მან თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილის გასართობად პირველად მოჰკიდა ამ საქმეს ხელი. დროთა განმავლობაში მისი მარტივი ნაგებობები 1,5-მეტრიან ციხესიმაგრეთა კომპლექსებად იქცა. განიონი შეგნებულად აგებს იმპრესიონისტულ ქვიშის სასახლეებს მოქცევის ზოლთან ახლოს, რათა წყალმა და ქარმა თავიანთი კვალი დატოვონ მის ქმნილებებზე.
1. ჩაიდანი
განიონის უსაყვარლესი ხელსაწყო, თავისი შვილის ბავშვობისდროინდელი სათამაშოა. იგი მას „სველი ძერწვისთვის“ იყენებს; ქვიშის ჩამორეცხვით თაღოვან ჭრილებს ქმნის.
2. დიდი სათლი
განკუთვნილია ოკეანიდან წყლის მოსაზიდად; მას ასევე აქვს უძირო სათლები, რომელთაც ყალიბებად იყენებს.
3. გრავირების ხელსაწყოები
მათი მეშვეობით განიონი ორმაგ ფანჯრებს და სიმეტრიულ დეტალებს ქმნის. შავი ხელსაწყო მან თავად შექმნა.
4. პლასტმასის მილი
ქვიშითა და წყლით დამძიმებული ეს ხელსაწყო იდეალურია ყალიბებში ქვიშის დასატკეპნად.
5. ქუდის ფორმის მქონე საძერწი
„ქუდის ფარფლების“ წრიული მოძრაობით კუთხეები მრგვალდება და გუმბათი იძერწება.
6. ქაფჩები
გამოიყენება ორნამენტების ამოსაკვეთად და კუთხეების გასასწორებლად.
7. ქვიშის ფითხები
მათი მეშვეობით მარტივად შეიძლება სველ ქვიშაზე სხვადასხვა ფორმის, მაგალითად, კიბის ამოკვეთა. მარჯვენა ორი ფითხი განიონმა თვითონ გააკეთა.
8. პატარა ნიჩაბი
განიონი მას სათხრელად და ქვიშის ხარისხის შესამოწმებლადაც იყენებს. „ყოველ დილას ნიჩაბს ვარჭობ ქვიშაში და თუ ხრაშუნი გავიგე, ე.ი. არ გამოდგება“, – ამბობს იგი.