ზოგი მარცხი მარგებელია
როგორი იქნებოდა მსოფლიო წარუმატებლობის გარეშე?


ზოგი მარცხი მარგებელია
როგორი იქნებოდა მსოფლიო წარუმატებლობის გარეშე?
სწორედ ამ მოსაზრების დამტკიცებას ცდილობს ჰანა ბლოკი ამ სტატიაში. მისი წაკითხვისას თქვენ ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. ადამიანებს რომელთა ცხოვრებაშიც მოსალოდნელი წარუმატებლობა არასოდეს ქცეულა დამაბრკოლებელ ფაქტორად. ასეთი იყო სალომონ ავგუსტ ანდრე, შვედი ინჟინერი, რომელსაც რადიკალური იდეა დაებადა: რატომ არ შეიძლება გაფრინდე წყალბადის საჰაერო ბურთით (აეროსტატით) და პირველმა აღმოაჩინო ჩრდილოეთი პოლუსი? 1897 წლის ივლისის ერთ ქარიან დღეს ანდრე და მისი ორი კოლეგა შპიცბერგენის არქიპელაგის დანიურ კუნძულზე საჰაერო ბურთის კალათში ჩასხდნენ…
33 წლის შემდეგ სელაპებზე მონადირეები წააწყდნენ ანდრესა და მისი ეკიპაჟის გაყინულ ცხედრებს, იპოვეს ფოტოაპარატები და დღიურებიც, რომელთა წყალობითაც გამოაშკარავდა, რაც მოხდა: მოგზაურები იძულებულნი გახდნენ, მცურავ ყინულზე დაშვებულიყვნენ, ჩრდილოეთ პოლუსიდან 480 კმ-ის დაშორებით. სამხრეთისკენ მომავალი სამთვიანი საშინელი ლაშქრობისას სამივე დაიღუპა.
დღეს მარცხის მნიშვნელობას სულ უფრო მეტად აღიარებენ. სწორედ წარმატების შანსის გაზრდის იმედით სწავლობენ ფსიქოლოგები მარცხთან ბრძოლის ხერხებს. წარმატება და წარუმატებლობა ერთიმეორის გარეშე ვერ იარსებებენ. ოკეანოგრაფი რობერტ ბალარდი, 130 წყალქვეშა ექსპედიციის ვეტერანი და „ტიტანიკის“ აღმომჩენი, ამ ურთიერთქმედებას წარმატებისა და წარუმატებლობის ინსა და იანს უწოდებს.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.