ოკეანის ცხოვრება
აშშ-ის საოკეანო და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველოს მეცნიერებმა შექმნეს ამ თევზის ქვირითის ვუალზე დამკვირვებელთა ქსელი
ამერიკული ზღვის ეშმაკის პოპულაციების დაცვა მის ქვირითზე დაკვირვებით შეიძლება. ის მტაცებელი და კომერციულად ერთ-ერთი ძვირფასი ფარფლიანი თევზია აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში. თუმცა, მეცნიერებმა ბევრი არაფერი იციან მასზე. მაგალითად, ცხოვრობს თუ არა ეს სახეობა ცალკეულ პოპულაციებად.
აშშ-ის საოკეანო და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველოს მეცნიერებმა შექმნეს ამ თევზის ქვირითის ვუალზე დამკვირვებელთა ქსელი. ამერიკული ზღვის ეშმაკები ფსკერზე იმალებიან, მათი მილიონობით ქვირითის ერთიანობა კი ცხიმიან ვუალს ემსგავსება და ზედაპირთან დაცურავს. თუ ვინმე ამ ვუალს დაინახავს, ინფორმაციას ქსელის ვებგვერდზე ათავსებს. „ვუალი ქვირითის დისპერსიის მშვენიერი ფორმაა. მათზე დაკვირვებით გავიგებთ, როგორ მოძრაობს ეს თევზი სიცოცხლის განმავლობაში“, – ამბობს მკვლევარი ენ რიჩარდსი.