თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ომოს რეგიონი (დღემდე აფრიკის ყველაზე ხელუხლებელი ტერიტორია) თანდათან იცვლება. დიდი ცხოველები გადაშენების პირასაა, მათ სუდანისა და სომალის საზღვრისპირა ომებიდან შემოსული დიდძალი იარაღით ჟლეტენ

ფრინველებს ისე მივეჩვიეთ, რომ არც კი გვახსენდება დინოზავრებისგან მათი წარმოშობა, არც მათი შებუმბვლა გვიკვირს, ჰაერში ლივლივის საშუალებას რომ აძლევს

თელ-ავივისა და მინესოტის ტუინ-სიტის ეზოებში სავარგულებად ქცეული მიწის ნაკვეთები თვალსაც ახარებს და სხეულსაც

აშშ-ის საოკეანო და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველოს მეცნიერებმა შექმნეს ამ თევზის ქვირითის ვუალზე დამკვირვებელთა ქსელი

მოსტარში შეჯიბრის მონაწილე "დაივერი" XVI საუკუნის ხიდიდან მდინარე ნერეტვაში ჩირაღდნებით ხტება. 24 მეტრიანი კირქვის მალი (1993 წელს ომის დროს დანგრეული), 2004 წელს აღადგინეს. ძველი ხიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

პენიაფიელში ანგელოზის დაშვების ფესტივალზე, 7 წლის პაბლო ლილ რეკეხო ზემოდან ეშვება, რომ ქალწულ მარიამს სამგლოვიარო ვუალი მოხსნას. აღდგომის ეს უძველესი ცერემონია ყოველწლიურად 2500-მდე მაყურებელს იზიდავს.

კამჩატკაზე ჩირაღდნით განათებული ყინულის გამოქვაბული ჯოჯოხეთის შესასვლელს ჰგავს. კედლები და ჭერი 5 მეტრი სისქის თოვლის ფენებია. ეს საოცარი რელიეფი მუტნოვსკის ვულკანის ცხელმა წყაროებმა გამოკვეთეს.