გახსნილი იდუმალი სამყარო
1993 წელს ნიკოლსმა პირველად დააყენა ფოტოხაფანგი ლეოპარადის ფოტოს გადასაღებად
გახსნილი იდუმალი სამყარო
1993 წელს ნიკოლსმა პირველად დააყენა ფოტოხაფანგი ლეოპარადის ფოტოს გადასაღებად
ისინი საშიშები და მფრთხალები არიან, ფოტოხაფანგში ებმებიან. თავდაპირველად ხაფანგებს კვლევითი მიზნებისთვის იყენებდნენ, სადაც რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი. ფოტოაპარატი მაშინ ამუშავდება, როდესაც ობიექტი ინფრაწითელ სხივს გადაკვეთს. მკვლევრებისთვის სქემატურად განთავსებული ფოტოაპარატები ცხოველების დათვლის ორიგინალური საშუალებაა. ფოტოგრაფებისთვის კი – ველური ბუნების მოუხელთებელი წარმომადგენლებისთვის უნიკალური სურათების გადაღების შანსი.
ფოტოგრაფმა მაიკლ „ნიკ“ ნიკოლსმა მთელი ცხოვრება ველური ბუნების ჭეშმარიტი მომენტების სურათებად ქცევას მიუძღვნა. 1993 წელს ნიკოლსმა პირველად დააყენა ფოტოხაფანგი ლეოპარადის ფოტოს გადასაღებად. მარცხიანი და შეცდომებით სავსე თვეები ელოდა, ვიდრე ხაფანგმა ვარგისი სურათი გადაიღო. ციფრული ტექნოლოგია და გამოცდილება ფოტოგრაფს საქმის სრულყოფაში ეხმარება.
ნიკოლსი ჯერ სამიზნე ცხოველს ირჩევს. შემდეგ ფოტოაპარატს იქ ათავსებს, სადაც ცხოველი ხშირად მიდის; აპარატს გულმოდგინედ ასწორებს, თითქოს გადაღების მომენტში იქ ყოფნას აპირებდეს. გადაღებისას მან ისევე უნდა იმუშაოს, როგორც ფოტოგრაფის ხელში. შემდეგ ველური ბუნების ქმნილებები თავად იღებენ საკუთარ ფოტოებს. „ეს ფანდი არ არის“, ამბობს ნიკოლსი. ფოტოაპარატები იქ არის განთავსებული, სადაც ცხოველი აუცილებლად მივა, მაგალითად წყლის დასალევად. მათ იქ არ იტყუებენ. ფოტოგრაფი თითქოს იდუმალ სარკმელს ჭრის ველური ცხოველის ფსიქიკაში, „იქ, სადაც ჯერ არავინ ყოფილა“ და იქიდან აღბეჭდავს მათ ქცევებს.
“ამ ფოტოების ნახვა ერთი სიამოვნებაა”, ამბობს ნიკოლსი. ფოტოაპარატები სიურპრიზების იშვიათ საცავებად იქცნენ.