
მინდვრიდან ბაღჩისკენ
თელ-ავივისა და მინესოტის ტუინ-სიტის ეზოებში სავარგულებად ქცეული მიწის ნაკვეთები თვალსაც ახარებს და სხეულსაც
მხატვარი ფრიც ჰეიგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბალახის გაზონებს ორგანულ ბაღებად აქცევს. 10 წლის განმავლობაში მან 15 ოჯახს გაუშენა, როგორც თვითონ ამბობს, „დამპურებელი მამული“. თელ-ავივისა და მინესოტის ტუინ-სიტის ეზოებში სავარგულებად ქცეული მიწის ნაკვეთები თვალსაც ახარებს და სხეულსაც. ისინი რადიკალურად განსხვავდება ბიომრავალფეროვნებას მოკლებული „მამულებისგან“, რაც ჰეიგის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გარემოს დამცველი პოლ რობინსის აზრით, ბალახიანი გაზონი ხელს უშლის სხვა მცენარეების გამრავლებას, „ბუნება ვერ იტანს მონოკულტურას, გაზონების შენარჩუნება ბუნების წინააღმდეგ გაჩაღებულ უიმედო ბრძოლას ჰგავს“, – ამბობს რობინსი.