ვენდეტა აფრიკულად
ომოს რეგიონი (დღემდე აფრიკის ყველაზე ხელუხლებელი ტერიტორია) თანდათან იცვლება. დიდი ცხოველები გადაშენების პირასაა, მათ სუდანისა და სომალის საზღვრისპირა ომებიდან შემოსული დიდძალი იარაღით ჟლეტენ


ვენდეტა აფრიკულად
ომოს რეგიონი (დღემდე აფრიკის ყველაზე ხელუხლებელი ტერიტორია) თანდათან იცვლება. დიდი ცხოველები გადაშენების პირასაა, მათ სუდანისა და სომალის საზღვრისპირა ომებიდან შემოსული დიდძალი იარაღით ჟლეტენ
ეთიოპია აფრიკის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ევროპის კოლონია არასოდეს ყოფილა. მდინარე ომოს ხეობა კი ის ადგილია, სადაც ქალები ტუჩის თეფშებით დამშვენებულან და ნებაყოფლობით აწკეპლინებენ თავს, მეომრები ერთმანეთს ჭოკებით ერკინებიან, ყმაწვილები კი ხარების ზურგზე გარბიან საკუთარი მამაკაცობის დასამტკიცებლად. მაგრამ მდინარის სათავიდან ცვლილებების ნიავი უბერავს.
ომოს რეგიონი (დღემდე აფრიკის ყველაზე ხელუხლებელი ტერიტორია) თანდათან იცვლება. დიდი ცხოველები გადაშენების პირასაა, მათ სუდანისა და სომალის საზღვრისპირა ომებიდან შემოსული დიდძალი იარაღით ჟლეტენ. საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებს შემოაქვთ საკვები, აშენებენ სკოლებს, გეგმავენ საირიგაციო პროექტებს, რაც ომოს ხალხის მშვიდი ცხოვრების ერთგვარი გარანტიაა, თუმცა მიდის ცვლილებათა შეუქცევადი პროცესი, რომელსაც თან მიაქვს საუკუნეებით ჩამოყალიბებული წეს-ჩვეულებები.
ცვლილების ცოცხალი მაგალითი კი დუნგა ნაკუვაა, კარას ტომის წარმომადგენელი სახეზე ხელებს რომ იფარებს და ორი წლის გარდაცვლილ დედის ხმას უსმენს: ძმის სიკვდილისთვის როდის იძიებ შურს?!
სანამ დედა ცოცხალი იყო, ამას დროდადრო ახსენებდა. ყოველ ამგვარ შეხსენებაზე ეუფლებოდა შურისძიების მტანჯველი სურვილი, რომლისგანაც თავის დაღწევას ცდილობდა. დუნგას ძმა, კორნანი მტრის ხელით დაიღუპა და დუნგა ოჯახის უფროსი ვაჟი გახდა.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.