
ბუმბულების ევოლუცია
ფრინველებს ისე მივეჩვიეთ, რომ არც კი გვახსენდება დინოზავრებისგან მათი წარმოშობა, არც მათი შებუმბვლა გვიკვირს, ჰაერში ლივლივის საშუალებას რომ აძლევს
არის ბუნების ერთი საოცრება – ეს დინოზავრებია, რომლებიც ბუმბულს იყენებენ ფრენისთვის. მათი ნახვა ყველას თავისუფლად შეუძლია, საკმარისია გარეთ გავიდეს.
ფრინველებს ისე მივეჩვიეთ, რომ არც კი გვახსენდება დინოზავრებისგან მათი წარმოშობა, არც მათი შებუმბვლა გვიკვირს, ჰაერში ლივლივის საშუალებას რომ აძლევს. შემხვედრი ჰაერის ნაკადის დასაძლევად მოსაქნევი ბუმბული ასიმეტრიულია: წინა კიდე თხელი და მტკიცეა, უკანა – გრძელი და მოქნილი. ასაფრენად ფრინველმა მხოლოდ ფრთების დახრილობის კუთხე უნდა შეცვალოს და ჰაერის ნაკადი დაარეგულიროს.
თვითმფრინავის ფრთაც იმავე აეროდინამიკური ხერხებითაა კონსტრუირებული, განსხვავება ისაა, რომ ბუმბულს ბევრად რთული აგებულება აქვს. ბუმბულის ცენტრალური ღეროდან თხელი ტოტების წყება გამოდის. თითოეული ტოტიდან უფრო პატარა ტოტები ე.წ. სხივები წვრილი კაუჭებით ბოლოვდება, რითაც მეზობელი ტოტების სხივებზე მაგრდება. იქმნება მსუბუქი, მაგრამ მტკიცე სტრუქტურა. როდესაც ფრინველი ბუმბულს ნისკარტით ისუფთავებს, სხივები ერთმანეთს სცილდება, თუმცა მალე კვლავ პირვანდელ წყობას უბრუნდება.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.