ჩრდილების მიწა
ეს მიანმარია, ქვეყანა, რომლის ამბავი ნათელისა და ბნელის ჭიდილის მარტივ ზღაპარს გვაგონებს
ჩრდილების მიწა
ეს მიანმარია, ქვეყანა, რომლის ამბავი ნათელისა და ბნელის ჭიდილის მარტივ ზღაპარს გვაგონებს
რეპრესიები და რეფორმები, გენერლები და სამოქალაქო საზოგადოება, ინვესტიციები და უკიდურესი სიღატაკე, უზარმაზარი კაშხლები და ჩაბნელებული ქვეყანა. ეს მიანმარია, ქვეყანა, რომლის ამბავი ნათელისა და ბნელის ჭიდილის მარტივ ზღაპარს გვაგონებს.
მიანმარი ჩრდილების მიწაა, ადგილი, სადაც ყველაზე უწყინარ შეკითხვაშიც რაღაც ორაზროვანს ხედავენ. უკანასკნელი ნახევარი საუკუნეა ამ ქვეყნის განვითარებას მისი სამხედრო ლიდერების ძალაუფლება და პარანოია განსაზღვრავს. მხოლოდ არმიას შეეძლო ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დანგრეული ქვეყნის მართვა. ნაწილობრივ მართავდა კიდეც. თუმცა ამას მიაღწია მიანმარის იზოლაციაში მოქცევით, რისგან თავის დაღწევასაც ქვეყანა ახლა ცდილობს.
2010 წლის ნოემბერში აქ პირველად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. სამხედრო ლიდერებმა მას „დისციპლინიდან გაფურჩქნილი დემოკრატია“ უწოდეს. მიანმარს პირველად ეღირსა სამოქალაქო მთავრობა.
მართალია, აპრილში სამხედრო მმართველი თან შუე ოფიციალურად გადადგა, თუმცა არჩეული პრეზიდენტი გენერალი თეინ სეინი არის მისი ყოფილი მოადგილე, რომელმაც ფორმა გაიხადა და სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაიცვა. ახლა რეჟიმის მიზანი არჩევნების შედეგად საშინაო და საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმაციის მოპოვებაა. არჩევნებამდე ორი წლით ადრე არმიამ ანტისამთავრობო გამოსვლების ასობით მონაწილე დაცხრილა, ხოლო ხუნტამ არჩევნებში მთავარი ოპოზიციური პარტიის, დემოკრატიის ნაციონალური ლიგის (NLD) სრული გამარჯვება არ აღიარა. მას შემდეგ დაახლოებით 20 წელი ოპოზიციის ლიდერებმა ციხეში, ხოლო პარტიის ლიდერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა აუნ სან სუ ჩიმ შინაპატიმრობაში გაატარეს.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.