„მისი გარეგნობის ნელი, ზუსტი რეკონსტრუქცია… ის ახლა თითქოს უკვდავია“.
საფრანგეთში, ტულუზის მუზეუმში, ტაქსიდერმისტები ადამ უიე და ბრაიან აიელო აქანდაკებენ პოლიეთილენის ფორმას, რომელზეც მოათავსებენ პირენეს მთებში 2021 წელს არალეგალურად მოკლული მურა დათვის, მეტსახელად კარამელის, ტყავს. მუზეუმმა კარამელი თავის პირენეს დათვების კოლექციას შარშან შემატა. მათი პოპულაცია განადგურდა 1990-იანი წლების რეინტროდუქციის პროგრამამდე.