ჯონი უოკერის ისტორია
ჯონი უოკერს ჰქონდა ბიზნესის წარმოების ბუნებრივი ნიჭი, ვისკის შექმნაში კი ნამდვილი გენიოსი აღმოჩნდა.
ჯონი უოკერის ისტორია
ჯონი უოკერს ჰქონდა ბიზნესის წარმოების ბუნებრივი ნიჭი, ვისკის შექმნაში კი ნამდვილი გენიოსი აღმოჩნდა.
რუბრიკა: სარეკლამო სტატიები
ვინ არის ჯონი უოკერი?
იცით როგორ დაიწყო ლეგენდარული ვისკის ისტორია, რომელმაც წლების შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი.

ყველაფერი 1820 წელს დაიწყო. მამის გარდაცვალების შემდეგ, მიზანდასახულმა ახალგაზრდა ჯონი უოკერმა შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში საბაკალეო მაღაზია გახსნა. დასაწყისი რთული იყო, მაგრამ ჯონის მალევე აღმოაჩნდა ის განსაკუთრებული ალღო, რომელმაც მისი მომავალი წარმატება განსაზღვრა.
1820 წელს ჯონი უოკერის ოჯახის ფერმა გაიყიდა და მიღებული თანხით მან კილმარნოკში საკუთარი საბაკალეო მაღაზია გახსნა. ქალაქი კილმარნოკი იმ დროს სწრაფად იზრდებოდა და ეკონომიკურადაც აქტიურად ვითარდებოდა. მაღაზიის აქ გახსნა საკმაოდ გონივრული ნაბიჯი აღმოჩნდა მისი ბიზნესისთვის.
საბაკალეო მოვაჭრეები იმ პერიოდში მომხმარებლებს ძირითადად სხვადასხვა სახეობის ერთალაოიან ვისკის სთავაზობდნენ, თუმცა ხშირად ვისკის გემო ერთნაირი არ იყო. ჯონი უოკერს ეს არ აკმაყოფილებდა და სურდა, რომ მის შექმნილ ვისკის გემო შეენარჩუნებინა. ამიტომ, მან სხვადასხვა ვისკის ერთმანეთში შერევა დაიწყო, უფრო დაბალანსებული და სტაბილური გემოს მისაღებად.
იდეამ გაამართლა. ახალი ვისკი მაღაზიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად იქცა და სწორედ აქედან დაიწყო ჯონის დიდი წარმატება.

1857 წელს, ხანგრძლივი და წარმატებული ცხოვრების შემდეგ, ჯონი უოკერი გარდაიცვალა და თავისი საქმე შვილს, ალექსანდერს, დაუტოვა.
დრო იცვლებოდა. და ახალი შესაძლებლობები ჩნდებოდა. დიდ ბრიტანეთში ინდუსტრიული რევოლუცია მიმდინარეობდა. ტექნოლოგიური და ეკონომიკური წინსვლა თანდათან ცხოვრების ყველა სფეროს ცვლიდა. კილმარნოკში რკინიგზა შევიდა, რამაც საქონლის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაამარტივა – პროდუქცია გემებზე ხვდებოდა, იქიდან კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხისკენ მიემართებოდა.
მამის დაწყებული საქმე ალექსანდერმა წარმატებით გააგრძელა. ჯონი უოკერის მსგავსად, მასაც ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი – დროულად დაენახა ახალი შესაძლებლობები და მათთვის სწორი მიმართულება მიეცა.
