
ალექსანდრა ჯაფარიძე
„…მაგრამ შენ სრულიად არ უფრთხი არაფერს და როგორც კიბეებს, აბიჯებ ქარაფებს“ – ნაწყვეტი იოსებ ნონეშვილის ლექსიდან „ეგ სახე“, მიძღვნილი ალექსანდრა ჯაფარიძისადმი.
ალექსანდრა ჯაფარიძე, პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი, 1895 წელს ჭიათურაში დაიბადა. მან დააარსა საქართველოს ეროვნული ალპური კლუბი (1936 წ.), რომელიც საქართველოში ალპინიზმის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში მან შეასრულა ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალზე, ავიდა მყინვარწვერზე, თეთნულდზე, უშბაზე, დიხთაუზე და გაიარა ცენტრალური კავკასიონის მცირე და დიდი ტრავერსები.
1947 წელს დაინტერესდა ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბულით, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ პოემა „განდეგილი“ (1883) მიუძღვნა. ცნობილი გამოქვაბული ზღვის დონიდან 4100 მეტრზე მყინვარწვერის კალთებზე მდებარეობს.

ფოტო: ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”
1948 წელს ალექსანდრამ საქართველოს მთავრობას გამოქვაბულის გამოსაკვლევი ექსპედიციის ნებართვის თხოვნით მიმართა, რომელიც დაკმაყოფილდა და 7 იანვარს, შობა დღეს, იგი ჯგუფთან ერთად პირველად შევიდა გამოქვაბულში.
ექპედიციიდან რამდენიმე წელიწადში ალექსანდრა ჯაფარიძემ ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის, მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი „ანაპურნა“ (1974).
საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული რეფერენდუმით იგი აღიარებულია XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად.