„არავინ იცის ეს ადგილი“
ბოლივიაში მდინარე სეკურეს შორეული სათავეები ბუნებრივ სამოთხეს მალავს.
„არავინ იცის ეს ადგილი“
ბოლივიაში მდინარე სეკურეს შორეული სათავეები ბუნებრივ სამოთხეს მალავს.
ისიბორო-სეკურეს ეროვნულ პარკსა და მკვიდრი ხალხის ტერიტორიაზე ჩამალული ეს ადგილი, სადაც ანდების მთისწინეთი ბოლივიის დაბლობის ტროპიკულ ტყეებს უერთდება, იმდენად ძნელად მისადგომია, რომ უკანასკნელ ხანებამდე აქ ცოტას თუ დაუდგამს ფეხი. ციმანეს, მოხენიო-ტრინიტარიოს და იურაკარეს მკვიდრი ხალხი ათასწლეულების განმავლობაში ნადირობდა და თევზაობდა ამ დაბლობებზე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ არ ახსოვთ, ვინმეს გაებედოს ამაზონის შენაკად მდინარე სეკურეს აჰყოლოდა სათავეებისკენ. „არავინ, არავინ იცის ეს ადგილი, – მითხრა იურაკარეს თემის წევრმა როისერ ჰერბიმ, – კანოეთი იქ ვერ მოხვდებით, ეს ძალიან სარისკოა და წყალიც ძალიან სწრაფია“.
„ჯუნგლები თავს ჭექა-ქუხილით, თავსხმა წვიმით, ქარითა და ელვით იცავენ“, – ეთანხმება ფელიქს ჰერბი მოსა, როისერის ნათესავი და ლა-ასუნტას, სათავეებთან ყველაზე ახლოს მდებარე ციმანეს დასახლების მერი. „საშიშ ცხოველებსაც ყოველთვის უფრთხოდნენ; ჩვენი წინაპრები არასოდეს დადიოდნენ ამ ადგილებში“.
ამ ფარულ კუთხეში ველური ცხოველების განსაცვიფრებელი რაოდენობაა. თევზით სავსე მდინარეებს ნეოტროპიკული წავი მბრძანებლობს. მდინარის ნაპირებს იაგუარის ნაკვალევები ფარავს. ცხოველები, მაგალითად, მოუხელთებლობით ცნობილი ველის ტაპირი, უჩვეულოდ გულუბრყვილო ქცევას ავლენენ ადამიანების მიმართ. „თითქოს ისეთ ადგილას ხარ, როგორიც სხვაგან არსადაა, – მეუბნება „ველურ ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ ბიოლოგი, გიდო მირანდა, – ადამიანის აქ ყოფნის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“.
ეს ასევე ერთადერთი ადგილია ამაზონის აუზში, სადაც National Geographic-ის ფოტოგრაფმა თომას პეშაკმა გამჭვირვალე წყალი იპოვა. ძიებამ იგი არგენტინელ მეთევზესთან, Untamed Angling-ის მფლობელ მარსელო პერესთან მიიყვანა. მისი კომპანია ბოლივიის ხელისუფლების სპეციალური ნებართვით „დაიჭირე-გაუშვის“ პრინციპით თევზაობის ტურებს აწარმოებს ისიბორო-სეკურეს პარკის მდინარეთა ქვემო წელში და კონსერვაციის წახალისების მიზნით, შემოსავლის გაყოფის პირობით თანამშრომლობს ციმანეს, მოხენიო-ტრინიტარიოსა და იურაკარეს ხალხებთან. 2021 წელს პერესმა პირველმა დაიწყო ვერტმფრენით ფრენა ფარული სათავეებისკენ, 2022 წელს კი მან თავისთან პეშაკიც მიიწვია.
ველის ტაპირი მდინარე სეკურეს შენაკადში მიცურავს, მის თავზე კი დიდი მეძროხე ტრუპიალი ბუზებს სანსლავს. ამ სათავეთა გეოგრაფიული იზოლაციისა და ანთროპოგენური ჩარევის ნაკლებობის გამო აქ უამრავ ცხოველს შეხვდებით. ცხოველები, როგორიცაა ეს სიმორცხვით ცნობილი ტაპირი, უჩვეულო ცნობისმოყვარეობას ავლენენ ადამიანთა მიმართ.
პოპულარულ სამიზნეებში შედის თევზი, როგორიცაა ოქროსფერი დორადო, რომელსაც გაშვებამდე ზომავენ.
მკვიდრ თემებთან თანამშრომლობით კომპანია Untamed Angling მშრალ სეზონზე გთავაზობთ „დაიჭირე-გაუშვის“ პრინციპით თევზაობის ტურებს. იურაკარე როისერ ჰერბი ამ ტურების გიდია. „სანამ აქ შოლტით მოთევზავეთა გუნდი არ ჩამოვიდა, არავინ გვიცნობდა“, – მითხრა მან. – „ჩვენ მოგვყავდა ბრინჯი, მანიოკი, შაქარა ბანანი, ვთევზაობდით და ასე ვცხოვრობდით“.
ტრინი კარი, გიდი ციმანეს ტომიდან, ამაზონის აუზის საკვანძო სახეობაზე, საბალოზე ნადირობს. ყოველწლიურად მილიონობით ეს თევზი მიგრირებს სათავეებისკენ, სადაც ადგილობრივი მეთევზეები მათ კანოეებიდან და ნაპირიდანაც კი იჭერენ.
ციმანეს დასახლების, ლა-ასუნტას მერი, ფელიქს ჰერბი მოსა, ზის ერთ-ერთ ისეთივე კანოეზე, რომლის მსგავსსაც იყენებენ მარაგებისა და საწვავის გადასატანად სათავეებთან მოწყობილი თევზაობის ტურებისთვის.
საბალო ისიბორო-სეკურეს წყალმცენარეებით იკვებება. ბიოლოგების თქმით, სახეობების ოფიციალური ნუსხის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ცნობილ ველურ ცხოველთა და ამ შორეულ ეკოსისტემებში აღმოჩენილი ნებისმიერი ახალი სახეობის უკეთ შესასწავლად.
ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაღებული ფოტო ასახავს ციკადების, ბინდის პეპლების და ერთდღიურების ფრენის კვალს, რომლებიც ღამით ჩნდებიან ისობორო-სეკურეში. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მწერების და ფაუნის, ფლორისა და სოკოების სხვა წარმომადგენლების შესახებ მონაცემების შეგროვება შეიძლება კონსერვაციისთვის მეტი რესურსის გამოყოფის წინაპირობა გახდეს.
პირაპიტინგას, პირანიების მონათესავე პაკუს მსხვილი სახეობის ქარავანი მდინარეში მიცურავს. მას ორრიგად განლაგებული ბასრი, ბრტყელი კბილები აქვს. სიგრძით შეიძლება 90 სმ-ს, ხოლო წონით 25 კგ-ს მიაღწიოს. „პაკუს ქარავნის სიმჭიდროვემ შესაძლოა მზის სხივებიც კი დაბლოკოს“, – ამბობს ფოტოგრაფი თომას პეშაკი. ფოტო გადაღებულია ოტო უაიტჰედთან ერთად

სათავეებმა მას იმედი არ გაუცრუა. წყლის გამჭვირვალობამ პეშაკს საშუალება მისცა, გადაეღო ამ უჩვეულო ადგილის ერთ-ერთი პირველი წყალქვეშა ფოტოები. ასობით გიგანტური პაკუ – პირანიას ბიძაშვილი – ტრიალებდა მის გარშემო. იგი ადამიანის ზომის ლოქოსა და განსაცვიფრებელი ოქროსფერი დორადოს გვერდით დაცურავდა. „მსგავსი არაფერი მინახავს. არაფერი. ჩახტები წყალში და თითქოს ოკეანეში ხარ… ვერ იჯერებ, რომ მდინარეში ხარ“, – მითხრა პეშაკმა.
მიუხედავად იმისა, რომ პერესის კომპანია იქ რეგულარულად ახორციელებს სამოგზაურო ტურებს ვერტმფრენით მშრალ სეზონზე, ისიბორო-სეკურეს ფარული სათავე ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოკვლეული და ბიოლოგებს ერთი სული აქვთ, როდის შეუდგებიან საქმეს. ისინი, ვინც თავად ნახა ეს ადგილი, იმედოვნებენ, რომ ის ბოლივიელებისთვის ეროვნული საგანძური გახდება და დაცული იქნება სამომავლო ექსპლუატაციისგან. „ვამაყობ, რომ ჩემს თემს ეს ლანდშაფტი აქვს, – მითხრა როისერ ჰერბიმ, – ის ზუსტად ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც არის“.

ჟურნალის ამ ნომერში გამოქვეყნებულ მასალას National Geographic Society წარმოგიდგენთ Rolex-თან პარტნიორობით – National Geographic-ისა და Rolex Perpetual Planet-ის პროექტის, „ამაზონის ექსპედიციის“ ფარგლებში.