თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

მდინარე ამაზონის აუზის ფორმირება ანდების მაღალ მთებში კოშკებად აღმართული მყინვარების, უხვნალექიანი მთის ტყეების, იმავე ნისლიანი ტყეებისა და მოუხელთებელი დათვების სამეფოზეა დამოკიდებული.

ამაზონის შესართავი ნიშნულია არა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი მდინარის დასასრულისა, არამედ გასაოცარი წყლის სამყაროს დასაწყისისა.

ამაზონის ბინადარ ვარდისფერ დელფინს, რომელსაც ზოგი ზებუნებრივ არსებად მიიჩნევს, ზოგი კი – მეთევზეების მტრად, რეგიონში მიმდინარე ცვლილებები საფრთხეს უქმნის.

მდიდარი ბიომრავალფეროვნება და მკვეთრი სეზონური ცვლილებები განაპირობებს ამაზონის მტაცებელთა უწყვეტ ევოლუციას და თვითგადარჩენის სტრატეგიათა და თავდასხმის იარაღთა საოცრად ფართო ასორტიმენტს წარმოშობს.

ორი მეცნიერი აკვირდება დატბორვის ზეგავლენას ამაზონის დაბლობ ტყეებში და ჩქარობს მათ დაცვას სულ უფრო მეტად ექსტრემალური გარემო პირობებისგან.

ადგილობრივ მეთევზეებსა და მდინარის დელფინებს შორის მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ამაზონის ამ უნიკალური სახეობის გადასარჩენად.

ოქროს მომპოვებლები ამაზონის ტერიტორიებს წამლავენ, მეცნიერები კი გზებს ეძებენ ამაზონის ტყისთვის საუკეთესო მომავლის უზრუნველსაყოფად.

მაღალმთიან რეგიონში დამონტაჟებული მეტეოსადგური ავლენს კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას მდინარე ამაზონის სათავეებზე.