არქტიკული კემპინგი ოკეანეზე
მთის ველოსიპედებით კანადის აუიუიტუკის ეროვნულ პარკში, სადაც ზამთარში მოგზაურობა ხშირად შეუძლებელია


არქტიკული კემპინგი ოკეანეზე
მთის ველოსიპედებით კანადის აუიუიტუკის ეროვნულ პარკში, სადაც ზამთარში მოგზაურობა ხშირად შეუძლებელია
რიცხვები:
3370 – დაფარული მანძილი
-31,5°C – საშუალო დაბალი ტემპერატურა თებერვალში
-23°C – საშუალო მაღალი ტემპერატურა თებერვალში
„ყინული მეტრამდე სისქის იყო. პირდაპირ ოკეანეზე გვეძინა“. – ჯონ გოლდენი
აღჭურვა
ექსტრემალური მოგზაურების ფოტოები უნდა გადავიღო, რომლებიც კანადაში გაყინული ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის გადალახვას აპირებენ ველოსიპედებით. მე თოვლმავლით ვიქნები, რაც ასევე დიდი დატვირთვაა, ამიტომ კარგ ფორმაში უნდა ჩავდგე. გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე ვარჯიშს ვიწყებ. არქტიკაში არ შეგიძლია ჩამოჯდე, როდესაც დაიღლები – მოძრაობა უნდა განაგრძო ან საძილე ტომარაში ჩაწვე. სპონსორებს აღჭურვილობის მოთხოვნა გავუგზავნე: დათბილული საძილე ტომარა და ხელთათმანები, რომლებითაც გადაღებას შევძლებ.
წასაღები ნივთების სია
აუიუიტუკში ჩვენი ბანაკი 80 კილომეტრის რადიუსით იქნება ცივილიზაციისგან მოშორებული, ამიტომ სჯობს, ყველაფერი თან წავიღო, რაც თებერვლის მოგზაურობისთვის მჭირდება:
• სასიგნალო შუქურა
• სატელიტური ტელეფონი (რომელსაც დღეში მხოლოდ ორი საათით ჩავრთავ, ამიტომ ჩემს ოჯახთან უსაფრთხოების პროტოკოლს ვიმეორებ)
• მაკადამია (ყველაზე ცხიმიანი თხილეული)
• კბილის ჯაგრისი, უკვე ზედ წასმული კბილის პასტით
• 12 ელემენტი კამერისათვის. სიცივე მუხტს ხარჯავს, ამიტომ მათ ქურთუკით ან საძილე ტომრით ვატარებ
• ორი წყვილი გრძელი საცვალი
მზად გასამგზავრებლად
აღტაცება სხვადასხვა დროს მიპყრობს, მაგრამ ყველაფერი რეალობად მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც ვირჯინიაში თვითმფრინავში ვჯდები. ქიკიქტარჯუაქში დაფრენის შემდეგ ჩვენი ესკიმოსი გიდის დედის სახლში მივდივარ ბარგის გადასაფუთად. ჯგუფის წევრები ველოსიპედებს აწყობენ. ვიმეორებთ ხელის ნიშნებს იმისათვის, რომ შევძლო, მგზავრობისას ვანიშნო, როგორ მოხვდნენ კამერის ობიექტივში. გამგზავრებამდე ნივთებს წყალგაუმტარ ტომარაში ვათავსებ იმ შემთხვევისთვის, თუ თოვლმავალი ყინულში ჩაეფლობა. ეშმაკი დეტალებშია. გეგმიდან არ ვუხვევ.