ბელგია
COVID-19-ის პალატებში, გათანგული სამედიცინო პერსონალი მძიმე ავადმყოფებს უვლის და მათ მიერ ჩურჩულით წარმოთქმული შიშების შესახებ ისმენს.
„მე თუ არ გავაკეთე ეს, – ამბობს ექთანი, – სხვა ვინ გააკეთებს?“

ბელგია
COVID-19-ის პალატებში, გათანგული სამედიცინო პერსონალი მძიმე ავადმყოფებს უვლის და მათ მიერ ჩურჩულით წარმოთქმული შიშების შესახებ ისმენს. „მე თუ არ გავაკეთე ეს, – ამბობს ექთანი, – სხვა ვინ გააკეთებს?“
სედრიკ გერბეჰეის ისე აცვია, როგორც მის გარშემო მყოფმა მედიცინის მუშაკებმა დაარიგეს: სახის ნიღაბი, სახის ფარი, კომბინეზონი, ფეხსაცმელზე ორმაგი ბახილები, ორმაგი ხელთათმანები. ამდენი პლასტმასის მიუხედავად, სედრიკი მაინც ახერხებს კამერის ხელში დაჭერას და გადაღებას. ბრიუსელის ერთ-ერთ საავადმყოფოში მან ნახა ხანში შესული ქალბატონი, რომელიც COVID-19-ის ტესტის გასაკეთებლად მოსულ ექთანს თვალებში შეჰყურებდა და ამბობდა: „J’ai peur“.
ექთანი მისკენ გადაიხარა და უთხრა: „მეც მეშინია“. ამ დღეს მან თავის გუნდთან ერთად 150-მდე პაციენტს ჩაუტარა ტესტი. დღის ბოლოს, ლაპარაკისას, მის ხმაში ერთდროულად ისმოდა სასოწარკვეთა, სიმტკიცე, გლოვა და ბრაზი. „ამ ადამიანებთან ასე ახლოს სხვა ვერავინ მივა, – ამბობდა ექთანი, – ეს ჩვენი საქმეა“.

გერბეჰეი 43 წლისაა, მისი ბელგიელი და ჰოლანდიელი წინაპრები მსოფლიო ომს გადაურჩნენ. როგორც ფოტოჟურნალისტს, მას არაერთხელ უმუშავია შეიარაღებული კონფლიქტების ეპიცენტრში, მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც ხანგრძლივი დროით მოუწია საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და მიცვალებულთა გადასასვენებელ ფურგონებში ყოფნა, იგი მიხვდა, რომ მისი თაობის ბელგიელებმა პირველად ნახეს ასეთი შეშინებული და კრისიზში მყოფი ერი.
„J’ai peur“. მარტსა და აპრილში მიიჩნეოდა, რომ ბელგიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო. იქნებ ბელგიის მთავრობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო პირნათლად აღრიცხავდა? – ეს საკამათოა.
ექთანი ლა-ლუვიერის მოხუცთა თავშესაფრის ბინადრის გაკავებას ცდილობს COVID-19-ზე ტესტის გასაკეთებლად. ბელგიაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ბევრი გარდაცვლილი პაციენტი COVID-19-ის ოფიციალური დიაგნოზის გარეშე შევიდა პანდემიის ოფიციალურ მაჩვენებლებში.
ონკოლოგიური პაციენტი ლა-ლუვიერის საავადმყოფოში სხივურ თერაპიას იკეთებს. ბელგიაში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ზოგიერთმა საავადმყოფომ სხვა დაავადებების მქონე პაციენტების მიღება შეზღუდა და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებდა. ამ ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ მისი სხეული, სიმსივნესთან ერთად, COVID-19-ს ებრძოდა.
დამცავი ნიღბით საათობით მუშაობის შემდეგ ექიმ ივ ბაუკარტს სახეზე ნიღბის ანაბეჭდი ეტყობა.
ინტენსიური განყოფილების ექიმი ბინაზე გამოძახების დროს სასწრაფო დახმარებას ურეკავს COVID-19-იანი პაციენტის საავადმყოფოში გადასაყვანად.
მომდევნო პაციენტთან მიახლოებამდე ექთანი დეზინფექციას უკეთებს აღჭურვილობას. სამედიცინო პერსონალს ბელგიაშიც ჰქონდა არასაკმარისი რაოდენობის აღჭურვილობის პრობლემა.

ასეა თუ ისე, როდესაც გერბეჰეი ბრიუსელსა და ორ პატარა ქალაქში დამკრძალავი ბიუროსა და საავადმყოფოების თანამშრომლებს დაჰყვებოდა, დაინახა, რომ ჯანმრთელნიც ცუდად იყვნენ, კერძოდ: წინა ხაზზე მყოფი ქალები და მამაკაცები, რომლებიც დაავადებულებს უვლიდნენ, შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და თავადაც ნადგურდებოდნენ.
სტეთოსკოპი, სახის ფარი, დამცავი კომბინეზონი: პანდემიისგან დამცავი აღჭურვილობა ექიმმა დაყარა ლა-ლუვიერის საავადმყოფოს (ბელგია) ეზოშივე, რათა ახალი ინფიცირება აერიდებინა თავიდან. სედრიკ გერბეჰეის ნამუშევარი ნაწილობრივ დააფინანსა National Geographic Society-მ, რომელმაც ჟურნალისტებისთვის COVID-19-ის გასაშუქებლად გამოაცხადა სასწრაფო საგრანტო კონკურსი.
დაავადების სწრაფ გავრცელებასთან ერთად, ქალაქ ლა-ლუვიერის ტივოლის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი ვირუსის შემთხვევების დიდი ნაკადის მოგერიებას ცდილობს. პედიატრიული გადაუდებელი დახმარების ოთახიც კი – რომლის კედლები საბავშვო მულტფილმების პერსონაჟთა მხიარული გამოსახულებებით არის მოხატული – COVID-19-თან ბრძოლის ველად გადაიქცა.
ბელგიის ქალაქ მონსში ექთნები ცვლებს შორის ითქვამენ სულს. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პაციენტების ნაკადს ბელგიაშიც ძლივს უმკლავდებოდნენ საავადმყოფოები. ექთნები თავიანთ სტანდარტულ საქმიანობას მოსწყდნენ და, როგორც დამხმარე ძალები, მთელი დატვირთვით ჩაერთნენ COVID-19-თან ხანგრძლივ და დამქანცველ ბრძოლაში.

ერთ საღამოს მონსის საავადმყოფოსთან ორი გათანგული ექთანი გერბეჰეისთან ერთად ჩამოჯდა შესვენებაზე სიგარეტის მოსაწევად. როდესაც ერთმა მეორის მხარზე ჩამოდო თავი, გერბეჰეის ერთი ფრაზა მოაგონდა: „faire corps“, რაც სიტყვა-სიტყვით ორის ერთ სხეულად ქცევას ნიშნავს და თავისთვის ჩაილაპარაკა: მე მინახავს თქვენი დები ღაზის სექტორის კლინიკებში დაბომბვის შემდეგ. თქვენც მათსავით ისტორიის ნაწილი ხართ მიუხედავად იმისა, რომ გადაღლილობის გამო ეს აღარ გადარდებთ. გერბეჰეიმ კამერა მოიმარჯვა გადასაღებად – ექთნებს არც კი გამოუხედავთ.
რეაგირება დაავადების აფეთქებაზე
ბელგიაში COVID-19-ის შემთხვევა პირველად 4 თებერვალს დაფიქსირდა. 44 დღეში გავრცელდა სახლში დარჩენისკენ მოწოდება, ხოლო მე-100 დღეს გარდაცვალების 8918 შემთხვევა აღირიცხა.