თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ამ სპეციალურ გამოცემაში ყურადღებას ვუთმობთ იმას, თუ როგორ შეცვალა პანდემიამ ჩვენი სამყარო – და როგორ შეიძლება შეუცვალოს მიმართულება ჩვენს აზროვნებას და ქცევას მომავალში.

COVID-19-ის პალატებში, გათანგული სამედიცინო პერსონალი მძიმე ავადმყოფებს უვლის და მათ მიერ ჩურჩულით წარმოთქმული შიშების შესახებ ისმენს. „მე თუ არ გავაკეთე ეს, – ამბობს ექთანი, – სხვა ვინ გააკეთებს?“

პანდემიამ, რომელმაც სასაფლაოების გავსება დააჩქარა, ქუჩებიც დააცარიელა – გარკვეულ დონემდე. რელიგიური დღესასწაულები და საკვების დარიგება იმ მნიშვნელოვან საქმეთა რიცხვშია, რომლებსაც ხალხი გარეთ მაინც გამოჰყავდა.

იორდანიაში მცხოვრები უამრავი ლტოლვილის გასაჭირს ბოლო არ უჩანს. COVID-19-ს მათ მეტწილად უკვე დააღწიეს თავი, თუმცა მის მიერ გამოწვეულ უმუშევრობასა და უსახსრობასთან გამკლავება უჭირთ.

ნაირობიში COVID-19 არ ინდობს მსხვერპლს არც მდიდრულ და არც ღარიბულ, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, სადაც ასობით ათასი მოსახლე განსაკუთრებით დაუცველია.

მკვლევრები ცდილობენ, თავი და ბოლო გაუგონ კორონავირუსს. მეცნიერებაში ყოველთვის ასე იყო და ეს პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა.

პანდემიამ შეგვახსენა, რომ სასწრაფოდ უნდა შევწყვიტოთ დედამიწის ექსპლუატაცია. იქნებ კლიმატის ცვლილებაც შევაჩეროთ – თუ ჩვეულ საქმიანობას აღარ დავუბრუნდებით.

COVID-19-მა ჩვენი ცხოვრების და მუშაობის წესი შეცვალა და ჩვენი საყვარელი რიტუალები შეარყია, მაგრამ, სოციალური თანასწორობის მოთხოვნით დაწყებულ გლობალურ გამოსვლებთან ერთად, პანდემიამ შეგვახსენა, რომ საზოგადოებაში ფესვგადგმულ უთანასწორობას უნდა ვებრძოლოთ და ისინი დავიცვათ, ვინც ყველაზე მეტადაა დაუცველი.

ზრდასრულ ცხოვრებას COVID-19-ის, სოციალურ-ეკონომიკური ძვრებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე ვიწყებთ. ზოგი „უიმედო თაობას“ გვიწოდებს, ჩვენ კი ვპასუხობთ: ნუ გგონიათ, რომ სირთულეებს ვერ გავუმკლავდებით.