ჩვენი საერთო ხელი
კარლ ციმერი ამ სტატიაში გვიამბობს იმ კვლევების შესახებ, რომლებიც ჩარლზ დარვინის დასკვნის სისწორეს ადასტურებს
ჩვენი საერთო ხელი
კარლ ციმერი ამ სტატიაში გვიამბობს იმ კვლევების შესახებ, რომლებიც ჩარლზ დარვინის დასკვნის სისწორეს ადასტურებს
“რა შეიძლება იყოს იმაზე საინტერესო, რომ ადამიანის ხელი, რომელსაც საგნის დაჭერის ფუნქცია აქვს, თხრის ფუნქციით აღჭურვილი თხუნელას კიდურები, ცხენის ფეხი, დელფინის ფარფლი და ღამურას ფრთა – ყველა მათგანი ერთი და იმავე სტრუქტურითაა აგებული?”
სვამს კითხვას დარვინი და თვითონვე პასუხობს: ჩვენ ვენათესავებით ღამურებსა და ყველა სხვა იმ ცხოველს, რომელთაც ხელები აქვთ. ჩვენ ჩვენი ხელები საერთო წინაპრისგან მემკვიდრეობით გვერგო.
კარლ ციმერი ამ სტატიაში გვიამბობს იმ კვლევების შესახებ, რომლებიც ჩარლზ დარვინის დასკვნის სისწორეს ადასტურებს. შესაძლოა ჩვენი სახეობა ჩვენივე ტვინის წყალობითაა უნიკალური, მაგრამ ხელების გარეშე ჩვენი დიადი იდეები ხორცს ვერ შეისხამდა. რითი იწყება გონებისა და სამყაროს ურთიერთობა? რა თქმა უნდა – ხელით. ხელით ვანთებთ ცეცხლს, ხელით ვმართავთ თვითმფრინავს, ვწერთ, ვთხრით მიწას, ამოვჭრით სიმსივნურ წარმონაქმნებს, ვაკეთებთ ფოკუსებს…
ხელებს უამრავი რამის კეთება შეუძლიათ, ამის მიზეზი მათი ექსტრაორდინარული ანატომიაა. კანქვეშ ხელები ქსოვილთა დახვეწილი ერთიანობაა. ჯერ მარტო ცერა თითი ცხრა დამოუკიდებელი კუნთით კონტროლდება. მაჯა ძვლებისა და იოგების უმოქნილესი სტრუქტურაა, რომელშიც სისხლძარღვები და ნერვებია ჩაქსოვილი. ნერვის განშტოებები ყოველი თითის წვერში ბოლოვდება. ხელს ნაზი და ფრთხილი მოძრაობაც შეუძლია და ძალის გამოყენებაც. მესაათე ხელს იმისთვის იყენებს, რომ მიკროსკოპის ქვეშ პაწაწინა ზამბარები თავთავის ადგილას მოათავსოს; ბეისბოლის მოთამაშე კი იმავე ხელით ბურთს 160 კმ/სთ სიჩქარით ისვრის.
ჩვენმა ხელებმა ევოლუცია მინიმუმ 380 მილიონი წლის წინ იმ კუნთოვანი, სქელი ფარფლებისგან დაიწყეს, რომლებიც დღევანდელ მტევანფარფლიან თევზთა აწ უკვე გადაშენებულ ორგვარად მსუნთქავ წინაპრებს ჰქონდათ. ამ მტევნის მსგავსი ფარფლების შიგნით იყო რამდენიმე მკვრივი ძვალი, რომლებიც ჩვენი მკლავების ძვლებს შეესაბამებოდა. დროთა განმავლობაში ამ ცხოველების შთამომავლებში განვითარდა უფრო მცირე ზომის ძვლებიც, რაც უკვე ჩვენს მაჯებსა და თითებს შეესაბამება. მოგვიანებით ჩამოყალიბდა ერთმანეთისგან განცალკევებული თითებიც, რაც ცხოველებს საშუალებას აძლევდა, წყალში მოძრაობისას წყალქვეშა მცენარეებს ჩაბღაუჭებოდნენ.
ადრეული ხელები, თანამედროვე ხელებთან შედარებით, გაცილებით ეგზოტიკური იყო. ზოგ სახეობას შვიდი თითიც კი ჰქონდა, ზოგს – რვაც. მაგრამ იმ დროისთვის, როცა 340 მილიონი წლის წინ, ხერხემლიანებმა ხმელეთზე დაიწყეს სიარული, თითების რაოდენობა ხუთამდე შემცირდა და საწყის რაოდენობას აღარც დაბრუნებია.
დარვინს მხოლოდ გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობით შეეძლო იმის მიხვედრა, რომ ხელები ერთი და იმავე წინაპრისგან განვითარდა. დღეს კი მეცნიერები „შინაგანი ნიშნების“ გაშიფვრით ამტკიცებენ ამას. რა ნიშნებია ეს? ვრცლად ამ საინტერესო სტატიას ბრაიან კრისტის ილუსტრაციებით ჩვენი ჟურნალის სექტემბრის ნომერში გაეცნობით.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.