დაშვება გოგირდის მაღაროში
ღამის 2 საათზე ჩასვლა მოქმედ ვულკანში, სადაც მაღაროელები გოგირდს მოიპოვებენ


დაშვება გოგირდის მაღაროში
ღამის 2 საათზე ჩასვლა მოქმედ ვულკანში, სადაც მაღაროელები გოგირდს მოიპოვებენ
რიცხვები:
2160 – გოგირდის მაღაროს
600°C – ნაპრალებიდან ამოფრქვეული გოგირდოვანი აირის
1999 – იჯენის მთის უკანასკნელი ამოფრქვევა
„როდესაც მაღაროში ხარ, ცა აირებითაა დაფარული. დღე და ღამე ირევა. დროში გამოკიდებულად გრძნობ თავს“.– ანდრეა ფრაზეტა
ვულკანური ოცნება
დიდი ხანია მინდოდა გადამეღო, როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ ადამიანები ექსტრემალურ გარემოში, რადგან ამან შეიძლება გვასწავლოს, როგორ ავუწყოთ ფეხი ცვალებად პლანეტას. ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, იჯენის მთაზე, აქტიური ვულკანია. ვულკანის კრატერის სიღრმეში, მომწამლავი გაზებით გაჟღენთილ ჰაერში, მაღაროელები გოგირდს მოიპოვებენ, 70-90-კილოგრამიანი ტვირთი ჩამოაქვთ მთიდან და ქარხნებში ყიდიან, რომლებიც გოგირდს სხვადასხვა პროდუქციის დასამზადებლად იყენებენ.
აუცილებელი ნივთების სია
იავაზე დაფრენის შემდეგ სამი დღე ვიმგზავრეთ იჯენის მთამდე. მოგზაურობის სამზადისში შევიტყვე, რომ გოგირდის აირი მოულოდნელობებითაა სავსე. ხანდახან ის ისეთი სქელია, რომ ხედვა და სუნთქვა შეუძლებელი ხდება. დამარიგეს, რომ ასეთ შემთხვევებში არ ავყვე ემოციებს და მოვიცადო, რომ გაზი ქარმა წაიღოს.
• სათვალე
• წყალი და ენერგეტიკული საკვები
• თბილი ქურთუკი ღამის ტემპერატურებისთვის
• ფარანი
მზადყოფნა
ვულკანის ძირას აირწინაღი ვიყიდე. იქიდან მთის კიდემდე ავედით, სადაც ტურისტები ღამით იკრიბებიან გაზების აალებისგან წარმოქმნილი ლურჯი ცეცხლის საყურებლად, მაგრამ თუ მხოლოდ ლურჯ ცეცხლს გადაიღებ ადამიანურ ისტორიებს გამოტოვებ: მაღაროელები თავიანთი უმძიმესი სამუშაოს შესასრულებლად ღამით ჩადიან კრატერში, რადგან ღამე უფრო გრილა. მაღაროში მინდოდა შესვლა. 2 საათზე ღამის გასათევად მაღაროელებს შევყევი კრატერში.